ჰრანტ ბაგრატიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰრანტ ბაგრატიანი
Հրանտ Բագրատյան
ჰრანტ ბაგრატიანი Հրանտ Բագրատյան
სომხეთის მე–3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი 1993 – 4 ნოემბერი 1996
წინამორბედიხოსროვ არუთინიანი
მემკვიდრეარმენ სარქისიანი

დაბადებული18 ოქტომბერი, 1958
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობასომხეთი
ეროვნებასომეხი
რელიგიასომხური სამოციქულო

ჰრანტ ბაგრატიანი (სომხ. Հրանտ Բագրատյան; დ. 18 ოქტომბერი, 1958, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი პოლიტიკოსი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი 1993-1996 წლებში.

ჰრანტ ბაგრატიანი 1958 წლის 18 ოქტომბერს ერევანში დაიბადა. 1965 წელს სწავლა დაიწყო ერევნის №49 სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს. 1975-1979 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო ერევანში, რის შემდეგაც ჯარში წავიდა და ორი წლის განმავლობაში მოსკოვში იყო. დაბრუნდა 1981 წელს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა.

1990 წელს ჰრანტი დაინიშნა სომხეთის ეკონომიკის მინისტრად. 1991 წელს ის დროებით ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის, რის შემდეგაც კვლავ გახდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. 1993 წლის 2 თებერვალს ის ხოსროვ არუთინიანის ნაცვლად დამოუკიდებელი სომხეთის რიგით მე-3 პრემიერ-მინისტრი გახდა.

სამი წლის განმავლობაში ის ამ პოსტზე რჩებოდა, მაგრამ 1996 წლის 4 ნოემბრიდან ის უკვე აღარ არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ამის შემდეგ ის საზოგადოებისათვის უფრო და უფრო შეუმჩნეველი გახდა და პოლიტიკას თავი დაანება. 2006-2007 წლებში ის ბანკის კონსულტანტადაც კი მუშაობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rouben Paul Adalian (2002). Historical Dictionary of Armenia. Lanham , Maryland: The Scarecrow Press, Inc., გვ. 101. ISBN 0-8108-4337-4.