შინაარსზე გადასვლა

ესტუარის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ესტუარის პროვინცია
ფრანგ. Estuaire
გერბი

ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
ადმ. ცენტრი ლიბრევილი
კოორდინატები 0°23′39″ ს. გ. 9°25′45″ ა. გ. / 0.3944389° ს. გ. 9.4291694° ა. გ. / -0.3944389; 9.4291694
ფართობი 20 740 კმ²
მოსახლეობა 895 689 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 43,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ესტუარის პროვინცია (ფრანგ. Estuaire) — პროვინცია გაბონის ჩრდილო-დასავლეთით. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლიბრევილი, რომელიც ასევე ქვეყნის დედაქალაქია.

პროვინციის ფართობი შეადგენს 20 740 კმ²-ს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვოლო-ნტემის პროვინციას, სამხრეთიდან შუა ოგოუეს პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთიდან ოგოუე-მარიტიმის პროვინციას, ჩრდილოეთიდან ეკვატორულ გვინეას. ქვეყნის დასავლეთში პროვინციას აქვს გვინეის ყურეზე გასასვლელი.

2013 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 895 689 ადამიანს[1][2][3][4].

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1993 2013
463 187 895 689
  • კომო (ადმ. ცენტრი — კანგო) (Komo Department)
  • კომო-მონდა (ადმ. ცენტრი — ნტუმი) (Komo-Mondah Department)
  • კომო-ოსეანი (ადმ. ცენტრი — ნდზომოე) (Komo-Océan Department)
  • ნუაია (ადმ. ცენტრი — კოკობიჩი) (Noya Department)
  • ლიბრევილი (ადმ. ცენტრი — ლიბრევილი) (Libreville)