ესიქომი
იერსახე
ესიქომი | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′41″ ჩ. გ. 44°23′26″ ა. გ. / 42.56139° ჩ. გ. 44.3905611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3572 მ |
ქედი | ყელის ზეგანი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური ლავა, ფიქალი და ქვიშაქვა |
ესიქომი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო კიდეზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3572 მ.
აგებულია მეოთხეული ასაკის ანდეზიტური ლავებით. აღმართულია იურული ფიქლებისა და ქვიშაქვების საფუძველზე. ესიქომის ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, სამხრეთი — შედარებით დამრეცი. 2800 მ სიმაღლემდე ალპური მდელოებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე ჭ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 104.