ესიქომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესიქომი
კოორდინატები: 42°33′41″ ჩ. გ. 44°23′26″ ა. გ. / 42.56139° ჩ. გ. 44.3905611° ა. გ. / 42.56139; 44.3905611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3572 
ქედი ყელის ზეგანი
ამგებელი ქანები ანდეზიტური ლავა, ფიქალი და ქვიშაქვა
ესიქომი — საქართველო
ესიქომი
ესიქომი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ესიქომი

ესიქომიმთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო კიდეზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3572 მ. აგებულია მეოთხეული ასაკის ანდეზიტური ლავებით. აღმართულია იურული ფიქლებისა და ქვიშაქვების საფუძველზე. ესიქომის ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, სამხრეთი — შედარებით დამრეცი. 2800 მ სიმაღლემდე ალპური მდელოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]