ედუარდ ჯეიმზ როი
იერსახე
ედუარდ ჯეიმზ როი | |
ლიბერიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1870 – 26 ოქტომბერი, 1871 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯეიმზ სკივრინგ სმიტი |
წინამორბედი | ჯეიმზ სპრიგს პეინი |
მემკვიდრე | ჯეიმზ სკივრინგ სმიტი |
დაბადებული | 3 თებერვალი, 1815 ნიუარკი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვლილი | 12 თებერვალი, 1872 (57 წლის) |
პოლიტიკური პარტია | ჭეშმარიტი ვიგების პარტია |
ედუარდ ჯეიმზ როი (ინგლ. Edward James Roye; დ. 3 თებერვალი 1815, ნიუარკი, ოჰაიო, აშშ — გ. 12 თებერვალი 1872) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ლიბერიის მეხუთე პრეზიდენტი 1870-1871 წლებში.
დაიბადა წარმატებული ბიზნესმენის ოჯახში. განათლება მიიღო ქალაქ ატენსში მდებარე ოჰაიოს უნივერსიტეტში. 1846 წელს მიატოვა ამერიკა და გადასახლდა ლიბერიაში, სადაც გახსნა თავისი სავაჭრო ფარდული. 1849 წლიდან ედუარდ ჯეიმზ როი იწყებს თავის პოლიტიკურ კარიერას.
იგი გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი და მუშაობდა მთავარ მოსამართლედ ლიბერიის სასამართლოში. 1870 წელს იგი გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში. მის დროს გაძლიერდა ფინანსური კრიზისი, ოპონენტებმა იგი დაამხეს არმიის დახმარებით.