შინაარსზე გადასვლა

ედუარდ ზიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ ზიუსი
გერმ. Eduard Suess[1]
დაბ. თარიღი 20 აგვისტო, 1831(1831-08-20)[2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ლონდონი[8] [6] [1]
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 1914(1914-04-26)[2] [3] [4] [9] [6] [7] (82 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[8] [6]
დასაფლავებულია მარცი
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია[1]
ცისლეიტანია[1]
საქმიანობა პალეონტოლოგი[7] , პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და გეოლოგი[7] [1]
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები რუდოლფ ჰერნესი
შვილ(ებ)ი ფრანც ედუარდ ზიუსი
ჯილდოები კოპლის მედალი[10] , ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] , honorary doctor of the Vienna Technical University და უოლასტონის მედალი[12]

ედუარდ ზიუსი (გერმ. Eduard Suess; დ. 20 აგვისტო, 1831, ლონდონი — გ. 26 აპრილი, 1914, ვენა) — ავსტრიელი გეოლოგი. 1852 წელს დაამთავრა ვენის პოლიტექნიკუმი. 1857–1901 წლებში ვენის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორია. 1898–1911 წლებში ვენის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ვენის უნივერსიტეტში 45 წლის განმავლობაში ასწავლიდა და დიდი წარმატებით სარგებლობდა. 1873 წლიდან იყო რაიხსრატის წევრი. შეისწავლა ალპებისა და ლომბარდიის ღრმულის გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა. 1875 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ალპების წარმოშობა“, სადაც იგი კონტრაქციის ჰიპოთეზის საფუძველზე ავითარებდა შეხედულებას მთების წარმოქმნისა და დანაოჭების შესახებ. მისი მთავარი მეცნიერული ნაშრომია:„ დედამიწის სახე" (ტ. 1-3, 1883–1909), რომელიც წარმოადგენს მანამდე არსებული მთელი გეოლოგიური მასალის სინთეზს. ამ ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია თეორიული გეოლოგიის თითქმის ყველა დარგის შემდომ განვითარებაზე.

ამ ნაშრომის III ტომისათვის ზიუსმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისაგან მიიღო პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი და ლონდონის სამეფო საზოგადოებისაგან — ჩარლზ ლაიელის სახელობის ოქროს მედალი.

  • Das Antlitz der Erde, 2 Aufl., Bd 1—3, Prag, 1888-1909.
  • Обручев В. А. и Зотина М., Э. Зюсс, М., 1937.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Зюсс, Эдуард // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1894. — Т. XIIа. — С. 734.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Dr. Constant v. Wurzbach Sueß, Eduard // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 40. — S. 278.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 www.accademiadellescienze.it
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 The Fine Art Archive
  8. 8.0 8.1 Зюсс Эдуард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  11. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 343.
  12. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal