ედუარდ ზიუსი
ედუარდ ზიუსი | |
---|---|
გერმ. Eduard Suess | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 20 აგვისტო 1831[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ლონდონი[4] |
გარდ. თარიღი | 26 აპრილი 1914[1] [2] [3] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა[4] |
დასაფლავებულია | მარცი |
მოქალაქეობა |
![]() |
სამეცნიერო სფერო | გეოლოგია |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | რუდოლფ ჰერნესი |
შვილ(ებ)ი | ფრანც ედუარდ ზიუსი |
ჯილდოები | კოპლის მედალი[5] , უოლასტონის მედალი, ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი და honorary doctor of the Vienna Technical University |
ედუარდ ზიუსი (გერმ. Eduard Suess; დ. 20 აგვისტო, 1831, ლონდონი — გ. 26 აპრილი, 1914, ვენა) — ავსტრიელი გეოლოგი. 1852 წელს დაამთავრა ვენის პოლიტექნიკუმი. 1857–1901 წლებში ვენის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორია. 1898–1911 წლებში ვენის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ვენის უნივერსიტეტში 45 წლის განმავლობაში ასწავლიდა და დიდი წარმატებით სარგებლობდა. 1873 წლიდან იყო რაიხსრატის წევრი. შეისწავლა ალპებისა და ლომბარდიის ღრმულის გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა. 1875 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ალპების წარმოშობა“, სადაც იგი კონტრაქციის ჰიპოთეზის საფუძველზე ავითარებდა შეხედულებას მთების წარმოქმნისა და დანაოჭების შესახებ. მისი მთავარი მეცნიერული ნაშრომია:„ დედამიწის სახე" (ტ. 1-3, 1883–1909), რომელიც წარმოადგენს მანამდე არსებული მთელი გეოლოგიური მასალის სინთეზს. ამ ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია თეორიული გეოლოგიის თითქმის ყველა დარგის შემდომ განვითარებაზე.
ამ ნაშრომის III ტომისათვის ზიუსმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისაგან მიიღო პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი და ლონდონის სამეფო საზოგადოებისაგან — ჩარლზ ლაიელის სახელობის ოქროს მედალი.
სექციების სია
თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Das Antlitz der Erde, 2 Aufl., Bd 1—3, Prag, 1888-1909.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ედუარდ ზიუსი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ედუარდ ზიუსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Обручев В. А. и Зотина М., Э. Зюсс, М., 1937.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Зюсс Эдуард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.