დეცებალუსი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დეცებალუსი | |
---|---|
Decebalus | |
დაკიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 87 |
მმართ. დასასრული: | 106 |
წინამორბედი: | დურასი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | I საუკუნე |
გარდ. თარიღი: | 106 |
დეცებალუსი (ლათ. Decebalus; დ. I საუკუნე — გ. 106) — დაკიის მეფე 87-106 წლებში. არსებობს მოსაზრება, რომ დეცებალუსი არის არა საკუთარი სახელი, არამედ ტიტული.
86 წელს დაიპყრო მეზია. რომის იმპერატორმა დომიციანემ 87 წელს ტავისი არმია გააგზავნა დაკიაში. დეცებალუსმა იმპერატორის არმია დაამარცხა. 88 წელს რომის იმპერიის ახალი რაზმები დაიძრნენ დაკიისკენ. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ტრანსილვანიაში. დეცებალუსთან რომის იმპერატორმა დადო საზავო ხელშეკრულება, რომელიც საკმაოდ დამამცირებელი იყო რომაელთათვის.
101-102 და 105-106 წლებში ებრძოდა ტრაიანეს. პირველი ლაშქრობის შემდეგ დეცებალუსმა საკმაოდ არასასარგებლო ვითარებაში ითხოვა ზავი. დეცებალუსს მოუწია დაკიაში არსებული თავდაცვითი ნაგებობების დანგრევა. მისი საგარეო პოლიტიკაც რომის დაქვემდებარებაში გადავიდა. 105 წელს მეორედ შეიჭრა ტრაიანე დაკიაში. მიზეზად დეცებალუსის მხრიდან არსებული ხელშეკრულების დარღვევა გამოიყენა. დეცებალუსი მათთან ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდნის შიშით თავი მოიკლა. წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ტრაიანემ რომში სვეტი აღმართა.