დელფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დელფო
Δελφοί
*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

დელფოს ამფითეატრი
ქვეყანა ფოკიდა, საბერძნეთი
ტიპი დასახლება
კრიტერიუმები i, ii, iii, iv და vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 38°29′00″ ჩ. გ. 22°30′00″ ა. გ. / 38.48333° ჩ. გ. 22.50000° ა. გ. / 38.48333; 22.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (12th სესია)
ნომერი 326
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

დელფო (ბერძ. Δελφοί) — ძველბერძნული ქალაქი და საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში. პარნასის მთის ძირას მდებარეობდა განთქმული დელფოს სამისნო და აპოლონის ტაძარი.[1] ლეგენდის თანახმად ქალაქს სახელი დაერქვა აპოლონის შვილის, დელფოსის პატივსაცემად. გზაჯვარედინზე მდებარეობამ და მორწმუნეთა განუწყვეტელმა ნაკადმა განაპირობა დელფოს უდიდეს, სამრეწველო-სავაჭრო და კულტურულ ცენტრად გადაქცევა. უძველესი ტაძარი აქ აუშენებიათ ძვ. წ. IX საუკუნეში. ერთ-ერთი მითის მიხედვით ეს ადგილი თვითონ ამოირჩია აპოლონმა და მისი სურვილის თნახმად ტაძარი ააგეს ლეგენდარულმა ხუროთმოძღვრებმა: ტროფინიოსმა და აგამედემ. სულ მალე დელფოში დიდი სიმდიდრე დაგროვდა. ტაძრის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა კოლონიზაციის პერიოდში. ბერძენთ არც ერთ კოლონიას არ შეეძლო საბერძნეთიდან წასვლა დელფოს სამისნოს რჩევისა და ამასთან დაკავშირებით უდიდესი შესაწირავის გარეშე. მოგვიანებით დელფოს სამისნოს გავლენა საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა. ძვ. წ. VI საუკუნეში დელფოს სამისნო დაიწვა და უახლოეს დროში ხელახლად აშენეს. ამის შემდეგ არაერთგზის დაინგრა დელფოს სამისნო თავდამსხმელებისაგან, ბოლოს კი, დაახლოებით ახ. წ. 390 წელს, სამუდამოდ გაანადგურა იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე დელფოს ფოტო გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гаспаров М.Л.. Занимательная Греция. Дельфы. // infoliolib.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-27. ციტირების თარიღი: 2012-4-29.