შინაარსზე გადასვლა

გუგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუგული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  გუგულისნაირნი
ოჯახი:  გუგულისებრნი
გვარი:  გუგული
სახეობა:  გუგული
ლათინური სახელი
Cuculus canorus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22683873
გავრცელება

გუგული, ჩვეულებრივი გუგული[1] (ლათ. Сuculus canorus) — ფრინველი გუგულისნაირთა რიგისა. ზომით მტრედზე პატარაა, შორიდან ჰგავს მიმინოს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში რეგისტრირებულია როგორც მოზაფხულე გადამფრენი ფრინველი. ბინადრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში, ანთროპომორფულ ლანდშაფტში (ბაღები, ველმინდვრები და მისთ.). ტიპური ბუდობრივი პარაზიტია. გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში ბეღურასნაირთა ბუდეებში დებს 12–25 კვერცხს. დადებისას იტაცებს და ჭამს მასპინძლის 1–2 კვერცხს. გუგულის მართვე გამოჩეკისთანავე რეფლექსურად აგდებს ბუდიდან მასპინძლის ბარტყებსა და კვერცხებს. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. „გუგულით“ აგრეთვე მოიხსენიებენ გუგულისებრთა ოჯახის (Сuculidae) სხვა წარმომადგენლებსაც (სულ მსოფლიოში დაახლოებით 39 გვარის 129 სახეობაა). „ბუდობრივი პარაზიტიზმი“ დამახასიათებელია მხოლოდ 80 სახეობისათვის.

  1. common cuckoo — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.