გუგულისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუგულისნაირნი
Cuculus canorus vogelartinfo chris romeiks CHR0791 cropped.jpg
ჩვეულებრივი გუგული (Cuculus canorus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cuculiformes (Wagler, 1830)

გუგულისნაირნი (ლათ. Cuculiformes) — მეხეური, იშვიათად მიწაზე მცხოვრები ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 15-70 სმ. გავრცელებული არიან ყველგან, გარდა არქტიკისა. სქესობრივი დიმორფიზმი არ აქვთ გამოხატული ან ნაკლებშესამჩნევია. გვხვდება როგორც მონოგამიური, ისე პოლიგამიური ფორმები. იკვებებიან კენკრით, მწერებით და მათი მატლებით, მოლუსკებით. სასარგებლო ფრინველებია. გუგულისნაირთა რიგი შეიცავს ერთადერთ ოჯახს: გუგულისებრნი. ამ უკანასკნელთაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი გუგული (ლათ. Cuculus canorus), რომელსაც ახასიათბს მკვეთრად გამოხატული ბუდობრივი პარაზიტიზმი, რაც ბუდის შენებისა და კრუხობის რეფლექსის დაკარგვასთან ერთად სქესთა არათანაბარი რიცხობრივი თანაფარდობით არის გაპირობებული. კვერცხს დებს ბეღურასნაირთა ბუდეში (წინასწარ იტაცებს და ჭამს მასპინძლის 1-2 კვერცხს). 11-13 დღის შემდეგ იჩეკება ბართყი, რომელიც ბუდიდან ყრის მასპინძლის კვერცხებსა და ბარტყებს. დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მწერებს და მათ მუხლუხებს, მ. შ. ისეთებსაც, რომლებსაც სხვა მწერიჭამია ფრინველები არ ეკარებიან შხამიანობისა თუ სხვა მიზეზების გამო. საქართველოში ყველგან გვხვდება (2500 მ-მდე ზღვის დონიდან) როგორც მობუდარი ფრინველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]