შინაარსზე გადასვლა

გარეული ორკუზიანი აქლემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეული ორკუზიანი აქლემი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Camelus ferus (Przewalski, 1878)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 63543
გავრცელება

გარეული ორკუზიანი აქლემი, გარეული ბაქტრიანი (ლათ. Camelus ferus) — ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2,25–3,45 მეტრი, მასა 300–690 კილოგრამი.[1] აღმოაჩინა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ 1877 წელს; დღეს გვხვდება მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში (გობის უდაბნო).[1] ბინადრობს ბუჩქნარიან და ღორღიან ადგილებში. შინაურ ორკუზიან აქლემთან შედარებით მსუბუქი აგებულებისაა, აქვს გრძელი კიდურები და ცვალებადი შეფერილობა, კუზიც უფრო მცირე ზომისაა. სიცხესა და სიცივეს კარგად უძლებს, თუმცა სარწყულებლის ნაკლებობას ვერ იტანს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მისი გავრცელების არეალი და რიცხოვნობა. იკვებება უდაბნოს მცენარეულობით. ცხოვრობენ 4–6 სულისაგან შედგარ ჯგუფებად, იშვიათად 15-სულიან ჯოგებად. ახასიათებს შორეული მომთაბარეობები. მეტად აქტიურია დილით და საღამოს. მარტში შობს ერთ ნაშიერს. ადრე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ნადირობის ობიექტი იყო. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.[2] ველურ ბუნებაში დარჩენილია 950-მდე ინდივიდი.[2][3] რაოდენობის შემცირების მიზეზებია: ნადირობა, ჰაბიტატის დაკარგვა და შინაურ ცხოველებთან კონკურენცია საკვების გამო.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Bactrian Camel. Edge of Existence. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2020.
  2. 2.0 2.1 Bactrian Camel. IUCN. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2024.
  3. Wild Bactrian Camels Critically Endangered, Group Says. National Geographic (3 დეკემბერი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2020.