შინაარსზე გადასვლა

ბრტყელკუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრტყელკუდა

რგოლებიანი ბრტყელკუდა (Laticauda laticaudata)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Laticauda (Laurenti, 1768)

ბრტყელკუდა (ლათ. Laticauda) — ქვეწარმავალთა გვარი ზღვისგველისებრთა ოჯახისა. სიგრძეში 2 -მდე აღწევენ. მათი ტანი და კუდი განივ კვეთში გვერდებიდან უფრო მეტად შეკვეცილია, ვიდრე სხვა ზღვის გველებისა. ცნობილია 8 სახეობა.[1][2] გავრცელებული არიან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ბენგალის ყურიდან იაპონიის ზღვამდე) ზღვების, ჩრდილოეთ ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის ტროპიკული კუნძულების სანაპირო ზოლში; 1 სახეობა (ტბის ბრტყელკუდა, L. crockeri) ცხოვრობს ტენგანოს (ტუგანოს) მომლაშო ტბაში, კუნძულ რენელზე (სოლომონის კუნძულები). სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მარჯნის რიფებში ან ხმელეთზე ზვირთცემის ზოლში ატარებენ, სადაც დებენ კიდეც კვერცხს. უმთავრესად იკვებებიან თევზით, რომელსაც შხამით კლავენ, თუმცა მათი შხამი სხვა ზღვის გველებთან შედარებუთ ნაკლებად ტოქსიკურია. ყველაზე მეტად ცნობილია რგოლებიანი ბრტყელკუდა (L. laticauda); შეფერილია კაშკაშა ცისფრად, სხეულზე აქვს 25–50 ფართო შავი რგოლი.L. semifasciata სარეწაო ობიექტია იაპონელებისათვის, იყენებენ მის ტყავსა და ხორცს.

  1. Heatwole, H.; Busack, S.; Cogger, H. (2005). „Geographic variation in sea kraits of the Laticauda colubrina complex (Serpentes: Elapidae: Hydrophiinae: Laticaudini)“. Herpetological Monographs. 19: 1–136.
  2. Cogger, HG.; Heatwole, HF. (2006). „Laticauda frontalis (de Vis, 1905) and Laticauda saintgironsi n.sp. from Vanuato and New Caledonia (Serpentes: Elapidae: Laticaudinae) – a new lineage of sea kraits?“. Records of the Australian Museum. 58: 245–256.