რენელი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რენელი
მშობ. სახელი: ინგლ. Rennell Island
Rennell Islands map en.png
კუნძულ რენელის რუკა
გეოგრაფია
11°40′ ს. გ. 160°10′ ა. გ. / 11.667° ს. გ. 160.167° ა. გ. / -11.667; 160.167
მდებარეობა წყნარი ოკეანე
ფართობი 660,1 კმ²
სიგრძე 15 კმ
სიგანე 86 კმ
უმაღლესი წერტილი 154 მ
ქვეყანა
პროვინცია რენელი და ბელონა
დემოგრაფია
მოსახლეობა 2032 (2009)
სიმჭიდროვე 3,078 ად. /კმ²

რენელი (ინგლ. Rennell Island) — სოლომონის არქიპელაგში ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძული. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების რენელი და ბელონას პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულის ფართობია — 660,1 კმ².[1] მოსახლეობის რაოდენობა 2009 წელს — 2032 ადამიანი[2]. მსოფლიოში ყველაზე დიდი ამოწეული ატოლი — ზომით 15 კმ 86 კმ-ზე. კუნძულზე ხდება ხშირი ციკლონები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენელი ყველაზე დიდი მარჯნის კუნძულია და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს რენელის კუნძულის სამხრეთი ნაწილის მესამედი ტერიტორიის ფართობი უკავია — 37 000 ჰა, და ასევე მოიცავს მიმდებარე აკვატორიას რადიუსით 3 საზღვაო მილი. კუნძულის მთავარი ბუნებრივი ობიექტია ტბა ტეგანო, რომელიც ამ ატოლის ყოფილი ლაგუნაა და მთელ ოკეანეთში ითვლება ყველაზე დიდ შიდა წყალსატევად, რომელსაც უკავია 15 500 ჰა ფართობი. მასში შენარჩუნებულია მარილიანი წყალი და ბევრი კირქვიანი კლდოვანი მომცრო კუნძული. იქ დაცურავს რამდენიმე ენდემური სახეობა. დანარჩენი, კუნძულის უმრავლესი ნაწილი, უპირატესად დაფარულია ხშირი ტყეებით.

კუნძული ერთ-ერთი მსხვილი ორნითოლოგიური ცენტრია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]