ბოგვის განძი
იერსახე
ბოგვის განძი — I საუკუნის II ნახევრის ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩნდა 1924 წელს სოფელ ბოგვში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). განძის შემადგენლობაში იყო ვერცხლის ორყურა თასი, საწური, კოვზი, კოვზ-ჩანგალი, ბრინჯაოს ტოლჩა, ჩამჩა, ვერცხლში ამოვლებული სპილენძის კოვზი, ფრაატ IV-ის (ძვ. წ. 38/37 - ახ. წ. 2/3 წწ.) პართული ვერცხლის დრაქმა. განძში შემავალი ნივთების ნაწილი საქართველოში I-III საუკუნეების მდიდრულ სამარხებში მოპოვებული ნივთების ანალოგიურია (ბორი, ურეკი, ზღუდერი, სამთავრო, ბაგინეთი, აღაიანი და სხვ.).
ბოგვის განძს დიდი მნიშვნელობა აქვს გვიანდელი ანტიკური ხანის ქვემო ქართლის სოციალური ვითარების შესასწავლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარღიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 451.