შინაარსზე გადასვლა

ბარნლი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარნლი
სრული სახელი Burnley Football Club
მეტსახელი კლარეტები
დაარსდა 1882; 142 წლის წინ (1882)
სტადიონი ტერფ მური
ბარნლი, ინგლისი
(ტევადობა: 21,800 მაყურებელი)
პრეზიდენტი ინგლისის დროშა მაიკ გარლიკი
მწვრთნელი ინგლისის დროშა შონ დაიჩი
კაპიტანი ინგლისის დროშა ტომ ჰიტონი
ლიგა პრემიერლიგა
2018-19 მე-15 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ (ინგლ. Burnley Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1882 წელს. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში, რომელშიც აღზევდა 2016 წელს, ინგლისის დონით მეორე ჩემპიონატში დაიკავა 1-ლი ადგილი. მაისურის ძირითადი ფერის გამო კლუბის ზედმეტსახელია „კლარეტები“. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ტერფ მურზე. 1888 წელს, „ბარნლი“ იყო ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის დამაარსებელ კლუბებს შორის.

1920-21 და 1959-60 წლების სეზონებში გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი, რომელიც იმ დროისთვის დონით მეორე ჩემპიონატი იყო. 1914 წელს გახდა ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი. 2-ჯერ გახდა ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული, 1960 და 1973 წლებში. 1961 წელს „ბარნლიმ“ შეძლო ევროპის თასის 1/4 ფინალშ გასვლა. „ბარნლი“ შედის იმ ოთხ კლუბს შორის, რომელსაც მოგებული აქვს ინგლისის ოთხივე დონის ჩემპიონატი („ვულვერჰემპტონ უონდერერსი“, „შეფილდ იუნაიტედი“, „პრესტონ ნორთ ენდი“).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]