შინაარსზე გადასვლა

აღსთაფა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღსთაფა (მრავალმნიშვნელოვანი).
აღსთაფა
აზერ. Ağstafacay, სომხ. Աղստև
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეულები აღსთაფის რაიონი
ყაზახის რაიონი
ლორეს პროვინცია
ტავუშის პროვინცია
ქალაქები ყაზახი, იჯევანი, დილიჯანი
სათავე პამბაკის ქედი
40°46′39″ ჩ. გ. 44°39′51″ ა. გ. / 40.77750° ჩ. გ. 44.66417° ა. გ. / 40.77750; 44.66417
შესართავი მტკვარი
41°14′24″ ჩ. გ. 45°26′10″ ა. გ. / 41.24000° ჩ. გ. 45.43611° ა. გ. / 41.24000; 45.43611
სიგრძე 121 კმ
აუზის ფართობი 2500 კმ²
აღსთაფა (მდინარე) — სომხეთი
აღსთაფა (მდინარე)
აღსთაფა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
აღსთაფა ვიკისაწყობში

აღსთაფა, აღსტევი, (აზერ. Ağstafacay, სომხ. Աղստև) — მდინარე სომხეთსა და აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 121 კმ, აუზის ფართობი 2500 კმ². სათავე აქვს პამბაკის ქედის კალთებზე, ზემოთში მიედინება ტყიან ვიწრო ხეობაში, რომელიც ქალაქ დილიჯანთან რამდენადმე ფართოვდება, ქვემოთ უფრო ვრცელ ხეობაში გამოდის. იყენებენ სარწყავად.

აღსთაფა ჩამოუდის ქალაქებს ყაზახს, დილიჯანსა და იჯევანს.