შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთი მაშონალენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
აღმოსავლეთი მაშონალენდი
ინგლ. Mashonaland East Province
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ადმ. ცენტრი Marondera
კოორდინატები 17°30′00″ ს. გ. 32°00′00″ ა. გ. / 17.50000° ს. გ. 32.00000° ა. გ. / -17.50000; 32.00000
ფართობი 32 230 კმ²
მოსახლეობა 1 344 955 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 41,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2

აღმოსავლეთი მაშონალენდი (ინგლ. Mashonaland East Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მარონდერა.

აღმოსავლეთი მაშონალენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 32 230 კმ²-ს. პროვინციის ტერიტორია თავის მხრივ გარს ერტყმის ჰარარეს პროვინციას, სადაც მდებარეობს ზიმბაბვეს დედაქალაქი — ჰარარე. აღმოსავლეთი მაშონალენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ზიმბაბვესა და მოზამბიკს შორის.

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 344 955 ადამიანს[1][2][3][4]. ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 1992 2002 2012
663 884 1 033 336 1 125 355 1 344 955

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღმოსავლეთი მაშონალენდის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი მაშონალენდის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად:

  • ჩიკომბა
  • გორომონზა
  • ჰრედზა
  • მორონდერა
  • მუდზი
  • მურევა
  • მუკოტო
  • სეკე
  • უზუმბა-მარამბა-პფუნგვე