მიდლენდსი (ზიმბაბვე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიდლენდსი
ინგლ. Midlands
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 8 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი გვერუ
მოსახლეობა (2012)
1 614 941 კაცი (3 ადგილი)
სიმჭიდროვე 32,85 კაცი/კმ²
ფართობი 49 166 კმ² (5 ადგილი)
მიდლენდსი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+2
კოდი ISO 3166-2 ZW-MI
ინდექის FIPS ZI02

მიდლენდსი (ინგლ. Midlands) — პროვინცია ზიმბაბვეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია — გვერუ, ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ქალაქი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიდლენდსის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ცენტრალურ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 49 166 კმ²-ს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 614 941 ადამიანს[1][2][3][4]. მიდლენდსის პროვინციაში ცხოვრობენ ზიმბაბვეს ყველა მსხვილი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები — შონა, მატაბელე, ტსვანა, ბასუტო.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 1992 2002 2012
1 091 844 1 292 211 1 466 331 1 614 941

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიდლენდსის პროვინციის რაიონები.

პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად:

  • მბერენგვა
  • ზვიშავანე
  • ჩრდილოეთი გოკვე
  • სამხრეთი გოკვე
  • გვერუ
  • ჩირუმჰანზუ
  • შურუგვი
  • კვეკვე

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ტერიტორიაზე გადაჭიმულია მადნის საბადოებით მდიდარი გრეიტ-დაიკის გეოლოგიური რეგიონი. აქ მდებარეობს ზიმბაბვეში უმდიდრესი ოქროს საბადო. პროვინციის უდიდესი სამრეწველო ცენტრია ქალაქი კვეკვე, სადაც თავმოყრილია სამთო-მეტალურგიული, ლითონგადამამუშავებელი და ქიმიური საწარმოები. მიდლენდსის რაიონებში, რომლებიც არ შედიან გრეიტ-დაიკის რეგიონში, განვითარებულია სოფლის მეურნეობა; გოკვეს რაიონში მოჰყავთ ბამბა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]