დასავლეთი მაშონალენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
დასავლეთი მაშონალენდი
ინგლ. Mashonaland West Province
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ადმ. ცენტრი Chinhoyi
კოორდინატები 17°00′00″ ს. გ. 29°30′00″ ა. გ. / 17.00000° ს. გ. 29.50000° ა. გ. / -17.00000; 29.50000
ფართობი 57 441 კმ²
მოსახლეობა 1 501 656 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 26,14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

დასავლეთი მაშონალენდი (ინგლ. Mashonaland West Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ჩინჰოი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი მაშონალენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 57 441 კმ²-ს.

დასავლეთი მაშონალენდის პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია მდინარე ზამბეზის კალაპოტის დაკლაკნილ ნაპირებს; აქ მიწა ნაყოფიერებით არ გამოირჩევა, ნაკლებად დასახლებულია (ჩრდილოეთ ნაწილის ზოგიერთ რაიონებში მოსახლეობა საერთოდ არ არსებობს) და გამოიყენება ეროვნული პარკების ტერიტორიის სახით. პროვინციის ჩრდილოეთის ქალაქებია — კარიბა და კაროი. პროვინციის სამხრეთი ნაწილი, ჩრდილოეთისაგან განსხვავებით, ნაყოფიერია, მჭიდროთაა დასახლებული. აქ მდებარეობს ქალაქების დიდი რაოდენობა — კადომა, ჩინსი, ჩეგუტუ, მუზვეზვე და სხვა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 501 656 ადამიანს[1][2][3][4]; ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 1992 2002 2012
858 962 1 057 736 1 222 583 1 501 656

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი მაშონალენდის პროვინციის რაიონები.
დასავლეთი მაშონალენდის პროვინციის რაიონები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთი მაშონალენდის პროვინცია დაყოფილია 6 რაიონად:

  • ჩეგუტუ
  • ჰურუნგვე
  • კარიბა
  • კადომა
  • მაკონდე
  • ზვიმბა

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი მაშონალენდის პროვინციის ჩრდილოეთში არსებული მსხვილი საწარმოებიდან გამოირჩევა მხოლოდ მდინარე ზამბეზიზე აშენებული კარიბის ჰესი. პროვინციის სამხრეთი ნაწილი გამოირჩევა სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარებით. ქვეყნის დედაქალაქ ჰარარესთან სიახლოვეს მდებარე დასავლეთი მაშონალენდის პროვინციის აგრარული სამხრეთი ნაწილი იზიდავს დედაქალაქის რეგიონის მუშა ძალის ზედმეტ ნაწილს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]