ცენტრალური მაშონალენდი
იერსახე
პროვინცია | |
---|---|
ცენტრალური მაშონალენდი ინგლ. Mashonaland Central Province | |
ქვეყანა | ზიმბაბვე |
ადმ. ცენტრი | Bindura |
კოორდინატები | 17°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 17.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. |
ფართობი | 28 347 კმ² |
მოსახლეობა | 1 152 520 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 40,66 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ცენტრალური მაშონალენდი (ინგლ. Mashonaland Central Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ბინდურა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური მაშონალენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 28 374 კმ²-ს. ცენტრალური მაშონალენდის პროვინციის ჩრდილოეთით გადის ზიმბაბვეს სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკთან.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 152 520 ადამიანს[1][2][3][4]. ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982 | 1992 | 2002 | 2012 |
---|---|---|---|
563 407 | 835 862 | 998 265 | 1 152 520 |
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით ცენტრალური მაშონალენდის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:
- ბინდურა
- ცენტენერი
- გურუვე
- მაუნტ-დარვინი
- რუშინგა
- შამვა
- მაზოვე