მასვინგოს პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
მასვინგოს პროვინცია ინგლ. Masvingo Province | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Masvingo |
კოორდინატები | 21°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 21.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. |
ფართობი | 56 566 კმ² |
მოსახლეობა | 1 485 090 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 26,25 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
![]() | |
მასვინგოს პროვინცია (ინგლ. Masvingo Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. 1980 წლამდე მისი სახელი იყო ვიქტორია. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მასვინგო.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მასვინგოს პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 56 566 კმ²-ს.
პროვინციის ბუნებრივი ლანდშაფტი უპირატესად წარმოადგენს ბალახოვან სტეპების დაბლობს, ტყეებით და გრანიტული ბორცვების წყებით. კლიმატი მშრალია, ნალექი მოდის მხოლოდ წვიმებიან პერიოდში. მასვინგოს პროვინციის სამხრეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში გადის ზიმბაბვეს სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 485 090 ადამიანს[1][2][3][4]; ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982 | 2002 | 2012 |
---|---|---|
1 031 697 | 1 318 705 | 1 485 090 |
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:
- ბიკიტა
- ჩივი
- ზაკა
- მასვინგო
- გუტუ
- მვენეზი
- ჩირედზი
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციაში მსხვილი რქოსანი საქონლის მოსავლელად კარგი პირობებია. მესაქონლეობის გარდა, პროვინციაში ვითარდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და შაქრის ლერწმის მოყვანა იმ პლანტაციებში, რომლის მიწებიც ირწყვება მდინარე მუკურიკვის წყლის საშუალებით.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მასვინგოს პროვინციის აღმოსავლეთით, მოზამბიკის საზღვრის გასწვრივ, მდებარეობს გონარეზუს ეროვნული პარკი. დასავლეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ქალაქის — დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|