ასტერიქსი და კლეოპატრა
იერსახე
„ასტერიქსი და კლეოპატრა“ | |
---|---|
„Astérix et Cléopâtre“ | |
| |
გამომცემელი | Hachette |
გამოცემის თარიღი | 1965 |
გუნდი | |
ტექსტის ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი |
მხატვარი(ები) | ალბერ უდერზო |
პირველი გამოცემა | |
პირველად გამოიცა | ჟურნალი Pilote |
გამოცემა | 215-257 |
გამოცემის თარიღები | 1963 |
ენა | ფრანგული |
ISBN | ISBN 2-01-210138-0 |
ქრონოლოგია | |
წინა | „ასტერიქსის ტური გალიის გარშემო“ (1965) |
შემდეგი | „ბელადთა ბრძოლა“ (1966) |
„ასტერიქსი და კლეოპატრა“ (ფრანგ. „Astérix et Cléopâtre“) — რიგით მეექვსე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1963, გამოშვებები 215-257), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1965 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.
სიუჟეტის მიხედვით, იულიუს კეისარი ხვდება კლეოპატრას. ამ შეხვედრისას იმპერატორი ეგვიპტელთა შესაძლებლობებში ეჭვს შეიტანს, რასაც მოჰყვება სანაძლეო - კლეოპატრა შეჰპირდება, რომ 3 თვეში ალექსანდრიაში ააშენებს დიდ სასახლეს. არქიტექტორი ედიფისი იპოვის გამოსავალს - იგი გალებს ესტუმრება, ჯადოსნური სასმელისათვის, რომლის დახმარებით იმედოვნებს სასახლის უმოკლეს ვადებში დასრულებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]