ღმერთების მიწა (ასტერიქსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„ღმერთების მიწა“
„Le Domaine des dieux“

გამომცემელი Dargaud
გამოცემის თარიღი 1971
სერიიდან ასტერიქსი
გვერდი 48
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა ჟურნალი Pilote
გამოცემა 591-612
გამოცემის თარიღები 1971
ენა ფრანგული
ISBN ISBN 2-01-210149-6
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი ჰელვეციაში“ (1970)
შემდეგი „კეისრის დაფნის გვირგვინი“ (1972)

ღმერთების მიწა“ (ფრანგ. „Le Domaine des dieux“) — რიგით მე-17 წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორია რენე გოსინი, ხოლო მხატვარი — ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1971, გამოშვებები 591-612), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1972 წელს, გამომცემლობის Dargaud მიერ.

სიუჟეტის მიხედვით, იულიუს კეისარი გალების მიწებზე აშენებს დასასვენებელ კომპლექსს, რომელსაც „ღმერთების მიწა“ ეწოდება. როდესაც პროექტი დასრულდება და გალების მიწას ეწვევიან პირველი სტუმრები, ასტერიქსი და ობელიქსი იწყებენ ზრუნვას მათ გაძევებაზე.

ეკრანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 26 ნოემბერს[1] გამოვიდა კომიქსის ანიმაციური ეკრანიზაცია „ასტერიქსი: ღმერთების მიწა“. ეს არის ასტერიქსის სერიის პირველი ანიმაციური ფილმი, გამოსული 3D ფორმატში[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mister3ZE. “QUELQUES INFOS POUR " ASTÉRIX : LE DOMAINE DES DIEUX " DE LOUIS CLICHY ET ALEXANDRE ASTIER.“, October 16, 2013. წაკითხვის თარიღი: October 16, 2013. 
  2. Hopewell, John. “M6, SND prep 3D 'Asterix'“, October 21, 2010. წაკითხვის თარიღი: December 1, 2011.