ასტერიქსი და გუთები
იერსახე
| „ასტერიქსი და გუთები“ | |
|---|---|
| „Astérix et les Goths“ | |
|
| |
| გამომცემელი | Hachette |
| გამოცემის თარიღი | 1963 |
| გმირი(ები) | ასტერიქსი, ობელიქსი, პანორამიქსი, გუთები |
| გუნდი | |
| ტექსტის ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი |
| მხატვარი(ები) | ალბერ უდერზო |
| პირველი გამოცემა | |
| პირველად გამოიცა | ჟურნალი Pilote |
| გამოცემა | 82–122 |
| გამოცემის თარიღები | 1961–1962 |
| ენა | ფრანგული |
| ISBN | ISBN 2-01-210003-1 |
| ქრონოლოგია | |
| წინა | „ასტერიქსი და ოქროს ნამგალი“ (1962) |
| შემდეგი | „გლადიატორი ასტერიქსი“ (1964) |
„ასტერიქსი და გუთები“ (ფრანგ. „Astérix et les Goths“) — რიგით მესამე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1961-1962, გამოშვებები 82–122), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1963 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.
სიუჟეტის მიხედვით, დრუიდ პანორამიქსს (ისევე, როგორც პირველ ამბავში, „გალი ასტერიქსი“) კვლავ იტაცებენ – ამჯერად გუთები. მათ სურთ, გამოსტყუონ ძალის მოსამატებელი სასწაულმოქმედი ელიქსირის საიდუმლო და რომის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრონ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]