კეისრის პაპირუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კეისრის პაპირუსი“
„Le Papyrus de César“

გამომცემელი Les Éditions Albert René
გმირი(ები) ასტერიქსი და ობელიქსი
სერიიდან ასტერიქსი
გვერდი 48
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი ჟან-ივ ფერი
მხატვარი(ები) დიდიე კონრადი
პირველი გამოცემა
გამოცემის თარიღები 22 ოქტომბერი 2015
ენა ფრანგული
ISBN ISBN 978-2-86497-271-6
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი და პიქტები“ (2013)
შემდეგი ასტერიქსი და ტრანსიტალიკა(2017)

კეისრის პაპირუსი“ (ფრანგ. „Le Papyrus de César“) — რიგით 36-ე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი ჟან-ივ ფერია, ხოლო მხატვარი - დიდიე კონრადი. კომიქსი გამოიცა 2015 წელს.

კომიქსის სახელწოდება მომდინარეობს იულიუს კეისრის კლასიკური წიგნიდან „Commentarii de Bello Gallico“ (კომენტარები გალური ომის შესახებ). კომიქსში მოთხრობილია განსხვავებული ამბავი, 24-ე თავის შესახებ - "დამარცხება არმორიკას დაუმარცხებელ გალებთან" (არმორიკა გალების ერთ-ერთი სოფელია, ასტერიქსის სერიის კომიქსებიდან). რომაული ცენზურა ანადგურებს ამ თავს, ვინაიდან იგი საშიშია კეისრის იმიჯისთვის და დიდებისთვის. მოპარული ხელნაწერი სხვადასხვა პიროვნების მეშვეობით აღმოჩნდება გალების ხელთ. მათი ბელადი ფიქრობს, რომ ხელნაწერში მოთხრობილი სიცრუე არ არის მნიშვნელოვანი გალებისთვის, თუმცა მისი ცოლი აიძულებს, იბრძოლოს სიმართლისთვის და სამართლიანობის აღსადგენად. ვინაიდან გალების დიდმა ნაწილმა არ იცის წერა თუ კითხვა, დრუიდი პანორამიქსი, ასტერიქსი და იდეფიქსი მიემგზავრებიან დრუიდის ყოფილ მასწავლებელთან, რომელმაც უნდა ჩაიწეროს ეს ამბავი და სიმართლე გადასცეს შემდეგ თაობებს. საუკუნეების შემდეგ ორიგინალური ასტერიქსის ავტორები, რენე გოსინი და ალბერ უდერზო საფრანგეთის ერთ-ერთ კაფეში ესაუბრებიან მოხუცს, რომელიც მათ უამბობს ამ და სხვა ნამდვილ ამბებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]