ობელიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ობელიქსი
Obelix char.png
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Dargaud (საფრანგეთი)
პირველი გამოჩენა გალი ასტერიქსი (1959)
ავტორ(ებ)ი რენე გოსინი და ალბერ უდერზო
დახასიათება
შესაძლებლობა ზებუნებრივი სიმძლავრე, მას შემდეგ რაც ბავშვობაში გეტაფიქსის მიერ მოხარშული ჯადოსნური სასმელით სავსე ქვაბში ჩავარდა

ობელიქსი (Obelix) — ასტერიქსის შესახებ კომიქსების ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი. ამ სერიაში იგი წარმოდგენილია, როგორც მოზრდილი, სასაცილო, მაგრამ უშიშარი გალიის მოსახლე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს იულიუს კეისრის დამპყრობლურ პოლიტიკას.

ობელიქსი გამოირჩევა სიმსუქნით, ინტერესებით მენირების მიმართ (თავისი ძალით იგი მათ ზურგით თავისუფლად დაათრევს). ასტერიქსის სოფელში იგი ერთადერთი გალია უწყვეტი ძალით, ვინაიდან ბავშვობაში ჩავარდა ჯადოსნური სასმელით სავსე ქვაბში. ამის გამო, მას სასმელის დალევა ყოველთვის ეკრძალება, რასაც უსამართლობად თვლის. აგრეთვე გამოირჩევა გულუბრყვილობით და სიყვარულით პატარა ძაღლ იდეფიქსის მიმართ. აღიზიანებს, როდესაც ვინმე „მსუქანს“ უწოდებს, უყვარს ნადირობა და გარეული ტახების მირთმევა, აგრეთვე რომაელების ცემა. აქვს რამდენიმე ამოჩემებული ფრაზა, მათ შორის „ეს რომაელები შეშლილები არიან!“ (ფრანგ. Ils sont fous ces romains), თუმცა იგივეს ამბობს ყველა სხვა ეროვნების შესახებაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]