შინაარსზე გადასვლა

ანდური კონდორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონდორი.
ანდური კონდორი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vultur gryphus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Vultur fossilis Moreno & Mercerat, 1891
  • Vultur patruus Lönnberg, 1902
  • Vultur pratruus Emslie, 1988
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22697641
გავრცელება

ყვითლად გავრცელების არეალი

ანდური კონდორი (ლათ. Vultur gryphus) — ფრინველი ამერიკულ სვავისებრთა ოჯახისა. მტაცებელ ფრინველთა შორის ტანად ყველაზე დიდია. სხეულის სიგრძე 115 სმ აღწევს, ხოლო ფრთების შლილი 275 სმ-ია. საერთოდ შავი შეფერილობა აქვს. კონდორი გავრცელებულია ანდებში (კოლუმბიიდან ცეცხლოვან მიწამდე), ზოგრჯერ 5000 მ-ის ზევითაც. ბუდობს მიუვალ კლდეებზე. დებს 1-2 კვერცხს. ინკუბაცია 55 დღემდე გრძელდება. ძირითადად ლეშით იკვებება, იშვიათად თავს ესხმის ავადმყოფ და დაუძლურებულ ცხოველებსაც. კონდორი გამოსახულია ჩილეს ეროვნული არმიის ჯარისკაცთა სამოსზე.

როცა კონდორი ჰაერში ლივლივებს, ფრთები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აქვს და პირველი რიგის ბუმბული ზევითკენაა აწეულია. კონდორი ფრთებს იქნევს მაშინ როცა მიწიდან ზევით ადის, მაგრამ საშუალო სიმაღლის მიღწევის შემდეგ ფრთებს იშვიათად აქნევს, რადგან ამ სიმაღლეზე იგი ძირითადად ჰაერის ნაკადს ეყრდნობა. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ჩარლზ დარვინი საათნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა კონდორს, რომელმაც ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არ მოიქნია ფრთები.

ანდური კონდორი ლეშით მკვებავია. ის დიდ ტერიტორიას აკონტროლებს და ხშირად ლეშის ძებნაში დღეში 200 კმ-ზე მეტს დაფრინავს. ხმელეთის სიღრმეში ის ჩლიქოსანი ცხოველების ლეშით, სანაპიროების სიახლოვეს კი ძირითადად ზღვის ძუძუმწოვრების ლეშით იკვებება. რადგან სანაპიროს არეალში საკვები მეტია, ამ ადგილებში კონდორი ხშირად მხოლოდ რამდენიმე კილომეტრზე გადაადგილდება. ლეშს ისინი ან სიმაღლიდან ამჩნევენ, ან სხვა ლეშითმვკებავებს მიჰყვებიან. კონდორი სხვა ფრინველების კვერცხებსაც ჭამს. კონდორს შეუძლია რამდენიმე დღე არ იკვებოს, ერთ ჭამაზე კი კილოზე მეტი შეჭამოს (ბევრი საკვების მიღების შემდეგ, რაღაც დროის მანძილზე ზოგჯერ აფრენაც აღარ შეუძლია). სხვა ლეშით მკვებავების მსგავსად, მისი როლი ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, ის სპობს ლეშს, რომელიც სხვა შემთხვევაში დაავადებების გავრცელების წყარო გახდებოდა.

ანდური კონდორი სქესობრივ სიმწიფეს 5-6 წლისთვის აღწევს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი მეწყვილე ჰყავს. საიტერესოა, რომ არშიყობის პერიოდში მამრის კისერზე კანი მკრთალი წითლიდან მკვეთრ ყვითელ ფერად იცვლება. ანდური კონდორი ზღვის დონიდან 3000-5000 მეტრის სიმაღლეზე მრავლდება. მისი ბუდე, რომელიც კვერცხის ირგვლივ განლაგებული რამდენიმე ტოტისგან შედგება, მიუდგომელ კლდეზეა აშენებული. მდედრი დებს ერთ ან ორ მოცისფრო-მოთეთრო კვერცხს, რომელთა წონაც დაახლოებით 280 გრამია და სიგრძე 75-100 მმ. ანდური კონდორი კვერცხს ყოველ მეორე წელს, თებერვლიდან მარტამდე დებს. კვერცხიდან ბარტყი იჩეკება ინკუბაციის 54-58 დღეს. ინკუბაციაში ორივე მშობელი მონაწილეობს. თუ ბარტყი ან კვერცხი იღუპება, მდედრი მეორე კვერცხს დებს. მკვლევრები ამ ქცევას რეპროდუქციული სიხშირის გასაორგმაგებლად იყენებენ. ისინი იღებენ ბუდიდან ერთ კვერცხს, ზრდიან მას ინკუბატორში, მდედრი კი დებს მეორე კვერცხს. ამით შთამომავლობის რაოდენობა ორმაგდება.

ანდური კონდორი გადაშენების ზღვარზეა მისული. გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ჩამონათვალში ის 1970 წელს პირველი შეიტანეს. კავშირი ადამიანის კულტურასთან: ანდური კონდორი არგენტინის, ბოლოვიის, ჩილეს, ეკვადორის და პერუს ეროვნული სიმბოლოა. ის სამხრეთ ამერიკულ ფოლკლორსა და მითოლოგიაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მრავალი ანდური კულტურა მას ძალაუფლების და ჯანმრთელობის სიმბოლოდ თვლის. ითვლებოდა, რომ მისი ძვლები და შინაგანი ორგანოები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რის გამოც ამ ფრინველებს ხშირად კლავდნენ.

ანდური კონდორის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

კონდორი სხვა და სხვა ქვეყვების გერბებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდური_კონდორი“-დან