ამერიკული სვავისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული სვავისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cathartidae
გავრცელება

ამერიკული სვავისებრნი (ლათ. Cathartidae) — ფრინველების ოჯახი დღის მტაცებელთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 63-112 სმ. ბუმბულის შეფერილობა - მოყავისფრო-შავი. ცნობილია 5 გვარი: კონდორი (Vultur), სამეფო სვავი (Sarcoramphus), შავი სვავი (Soragyps), ინდაურისებრი სვავი (Cathartes) და კალიფორნიული სვავი (Gymnogyps). გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთში. იკვებებიან მძორით (ბუნებრივი სანიტრები არიან), ზოგჯერ თავს ესხმიან ნორჩ ჩლიქოსნებსაც. ბუდობენ კლდეებსა და ხის ფუღუროებში. დებენ 2-3 თეთრ ან ღია რუხ.მწვანე კვერცხს. კრუხობენ მორიგეობით, დედალიც და მამალიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]