ამადუ და მარიამი
იერსახე
ამადუ და მარიამი (ფრანგ. Amadou et Mariam) — მუსიკალური დუეტი მალიდან, რომლის წევრები არიან მარიამ დუმბია (ვოკალი) (დ. 15 აპრილი, 1958, ბამაკო) და ამადუ ბაგაიკო (გიტარა და ვოკალი) (დ. 24 ოქტომბერი, 1954, ბამაკო). დუეტის წევრები, ცნობილი როგორც „ბრმა წყვილი მალიდან“, ერთმანეთს მალის ახალგაზრდა ბრმათა ინსტიტუტში შეხვდა, სადაც საერთო გატაცება მუსიკით აღმოაჩინეს.
დუეტის მუსიკაში შერწყმულია მალის ტრადიციული ხალხური მუსიკა როკ გიტარასთან, სირიულ ვიოლინოსთან, კუბურ საყვირთან, ეგვიპტურ ნეისთან, კოლუმბიურ ტრომბონებთან, ინდურ ტაბლასა და დოგონურ პერკუსიასთან. ყველა ამ ელემენტის გაერთიანებას ზოგადად „აფრო-ბლუზს“ უწოდებენ.