აკადიის ეროვნული პარკი (ინგლ.Acadia National Park) — ეროვნული პარკიამერიკის შეერთებულ შტატებში, მენის სანაპიროზე. ამ ადგილებში პირველი დაცული ტერიტორია 1916 წელს შეიქმნა სირ-დე-მონის ეროვნული ძეგლის სახელით. 1919 წელს აქ შეიქმნა ლაფაიეტის ეროვნული პარკი — პირველი ეროვნული პარკი აშშ-ის აღმოსავლეთში — რომელსაც 1929 წელს აკადიის სახელი მიენიჭა. პარკი ძირითადად მოიცავს კუნძულ მაუნტ-დეზერტის ტყეებს და კუნძულის უმაღლეს ადგილს — მთა კადილაკს (ზ. დ. 465 მ).