ადგილობრივი ჯგუფი
ადგილობრივი ჯგუფი — გალაქტიკების გროვა, რომელიც მოიცავს „ირმის ნახტომსაც“. ეს ჯგუფი შეიცავს 54-ზე მეტ გალაქტიკას (ჯუჯა გალაქტიკების ჩათვლით). ეს გალაქტიკები დაკავშირებულია ამ ჯგუფის გრავიტაციული ცენტრის მეშვეობით, რომელიც მოთავსებულია სადღაც „ირმის ნახტომსა“ „ანდრომედას“ შორის. ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკების დიამეტრი დაახლოებით 10 მეგასინათლის წელიწადია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჯფუგი შეადგენს 1.29±0.14 ×10×1012 მზის მასას, ხოლო მიმოფანტვის სიჩქარე (ანუ ერთმანეთის მიმართ დაშორების სიჩქარე) არის 61±8 კმ/წმ. ეს ჯგუფი, თავის მხრივ, ეკუთვნის „ქალწულის სუპერგროვას“. მას მეორენაირად ადგილობრივ სუპერგროვასაც უწოდებენ. ადგილობრივი ჯგუფის ორი ყველაზე მასიური წევრი არის „ირმის ნახტომი“ და ანდრომედას გალაქტიკა. თითოეულ გალაქტიკას (ამ ორს) აქვს გალაქტიკათა თანამგზავრული სისტემა.
„ირმის ნახტომის“ თანამგზავრები:
- მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა (Sagittarius Dwarf Galaxy)
- მაგელანის დიდი ნისლეული (Large Magellanic Cloud)
- მაგელანის პატარა ნისლეული (Small Magellanic Cloud)
- ჯუჯა დიდი ქოფაკი (Canis Majoris Dwarf)
- ჯუჯა პატარა დათვი (Ursa Minor Dwarf)
- ჯუჯა დრაკონი (Draco Dwarf)
- ჯუჯა გემის ხერხემალი (Carina Dwarf)
- ჯუჯა სექსტანტი
- ჯუჯა მოქანდაკე (Dwarf Sculptor)
- ჯუჯა ღუმელი (Dwarf Fornax)
- ლომი I (Leo I)
- ლომი II (Leo I)
- ჯუჯა დიდი დათვი I (Ursa Majoris I Dwarf)
- ჯუჯა დიდი დათვი II (Ursa Majoris I Dwarf)
ანდრომედას თანამგზავრები:
- M32
- M110
- NGC 147
- NGC 185
- ანდრომედა I (ანდ)
- ანდ II
- ანდ III
- ანდ IV
- ანდ V
- პეგასის ჯუჯა სფეროიდული გალაქტიკა (ანდ VI) (Pegasus dSph Dwarf)
- ჯუჯა კასიოპეა (ანდ VII)
- 12–25: ანდ VII—XX
სამკუთხედი გალაქტიკა – მესამე უდიდესი ღია გალაქტიკა ადგილობრივ ჯგუფში. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, არის თუ არა ის ანდრომედას კომპანიონი. ჯუჯა თევზები თანაბრადაა დაშორებული ანდრომედადან და გალაქტიკა სამკუთხედიდან, ასე რომ, შეიძლება ის იყოს თითოეულის თანამგზავრი
NGC 3109-ისა და მისი კომპანიონების „სექსტანტი A“ და „ჯუჯა ანტილია“ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ისინი უკიდურესად შორს იმყოფებიან ადგილობრივი ჯგუფის ცენტრიდან.
ჯგუფის სხვა წევრები გრავიტაციულად განმარტოებულები არიან ამ უზარმაზარი ქვეჯგუფებისაგან: IC10, IC1613, ჯუჯა ფენიქსი, ლომი A, ჯუჯა ტუკანი, ჯუჯა ვეშაპი, უსწორმასწორო ჯუჯა პეგასი, ვულფ-ლანდმერკ-მილოტი, ჯუჯა მერწყული და უსწორმასწორო ჯუჯა მშვილდოსანი
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „ადგილობრივი ჯგუფი“ შემოიტანა ედვინ ჰაბლმა თავისი წიგნის „ნისლეულთა სამეფოს“ VI ნაწილში. მასში ჰაბლი აღწერს მას, როგორც „ნისლეულების ტიპური პატარა ჯგუფი, რომელიც იზოლირებულია მთავარ ველში“. ამ წიგნში მან დახაზა ადგილობრივი ჯგუფის წევრების (M31, „ირმის ნახტომი“, მაგელანის დიდი ნისლეული, მაგელანის პატარა ნისლეული, M32, NGC 205, NGC 6822, NGC 185, IC 1613 და NGC 147) ნათების შემცირება. მან ასევე დაადგინა, რომ IC 10 შესაძლებელია ადგილობრივი ჯგუფის წევრი ყოფილიყო. 2003 წლისთვის, ამ ჯგუფის წევრების რაოდენობა გაიზარდა 12-დან 36-მდე. ეს იმიტომ მოხდა, რომ აღმოაჩინეს უამრავი დაბალი სიკაშკაშის გალაქტიკები.
დიაგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი ჯგუფის შიგთავსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპირალური გალაქტიკები | |||
---|---|---|---|
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
ანდრომედა (M31, NGC 224) | SA(s)b | ანდრომედა | ჯგუფის უდიდესი წევრი. ახლახან (2006), აღმოაჩინეს რომ ეს დახურული სპირალური გალაქტიკაა. ის შეიძლება ჩვენს გალაქტიკაზე მსუბუქი იყოს. |
ირმის ნახტომი | SBbc | --- | ჩვენი გალაქტიკა სიდიდით მეორეა ჯგუფში. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს გალაქტიკა ყველაზე მასიურია ადგილობრივ ჯგუფში. |
გალაქტიკა სამკუთხედი (M33, NGC 598) | SA(s)cd | სამკუთხედი | სიდიდით მესამე გალაქტიკა, ერთადერთი ღია სპირალური გალაქტიკა, რომელიც ანდრომედას თანამგზავრია |
ელიფსური გალაქტიკები | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
M110 (NGC 205) | E6p | ანდრომედა (თანავარსკვლავედი) | ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი |
M32 (NGC 221) | E2 | ანდრომედა (თანავარსკვლავედი) | ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი |
უსწორმასწორო გალაქტიკები | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
ვულფ-ლანდმერკ-მილოტი (WLM, DDO 221) | Ir+ | ვეშაპი | |
IC 10 | KBm or Ir+ | კასიოპეა | |
მაგელანის პატარა ნისლეული (SMC, NGC 292) | SB(s)m pec | ტუკანი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა დიდი ქოფაკი | Irr | დიდი ქოფაკი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა თევზები (LGS3) | Irr | თევზები | გალაქტიკა სამკუთხედის თანამგზავრი (?) |
IC 1613 (UGC 668) | IAB(s)m V | ვეშაპი | |
ჯუჯა ფენიქსი | Irr | ფენიქსი | |
მაგელანის დიდი ნისლეული (LMC) | Irr/SB(s)m | ოქროს თევზი | სიდიდით მეოთხე ადგილობრივ ჯგუფში, ირმის ნახტომის თანამგზავრი |
ლომი A (ლომი III) | IBm V | ლომი | |
სექსტანტი B (UGC 5373) | Ir+IV-V | სექსტანტი | |
NGC 3109 | Ir+IV-V | ჰიდრა | |
სექსტანტი A (UGCA 205) | Ir+V | სექსტანტი | |
ჯუჯა ელიფსური გალაქტიკები | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
NGC 147 (DDO 3) | dE5 pec | კასიოპეა | ანდრომედას თანამგზავრი |
SagDIG (Sagittarius Dwarf Irregular Galaxy - მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა) | IB(s)m V | მშვილდოსანი | ეს გალაქტიკა ყველაზე შორსაა ინერციის ცენტრის მქონე წევრისგან ადგილობრივ ჯგუფში |
NGC 6822 (ბერნარის გალაქტიკა) | IB(s)m IV-V | მშვილდოსანი | |
ჯუჯა პეგასი (DDO 216) | Irr | პეგასი | |
ჯუჯა სფერული გალაქტიკები | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
ჯუჯა მენახირე | dSph | მენახირე | |
ჯუჯა ვეშაპი | dSph/E4 | ვეშაპი | |
ჯუჯა მეძებარი ძაღლები I და ჯუჯა მეძებარი ძაღლები II | dSph | მეძებარი ძაღლები | |
ანდრომედა III | dE2 | ანდრომედა | ანდრომედას ერთ-ერთი თანამგზავრი |
NGC 185 | dE3 pec | კასიოპეა | ანდრომედას თანამგზავრი |
ანდრომედა I | dE3 pec | ანდრომედა | ანდრომედას თანამგზავრი |
ჯუჯა გალაქტიკა მოქანდაკე (E351-G30) | dE3 | მოქანდაკე | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ანდრომედა V | dSph | ანდრომედა | ანდრომედას თანამგზავრი |
ანდრომედა II | dE0 | ანდრომედა | ანდრომედას თანამგზავრი |
ჯუჯა ღუმელი (E356-G04) | dSph/E2 | ღუმელი | ირმის ნახტომის თანამგზავრი |
ჯუჯა გემის ხერხემალი (E206-G220) | dE3 | გემის ხერხემალი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა ტუმბო | dE3 | ტუმბო) | |
ლომი I (DDO 74) | dE3 | ლომი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა სექსტანტი | dE3 | სექსტანტი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ლომი II (ლომი B) | dE0 pec | ლომი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა პატარა დათვი | dE4 | პატარა დათვი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა დრაკონი (DDO 208) | dE0 pec | დრაკონი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
SagDEG (Sagittarius Dwarf Elliptical Galaxy - მშვილდოსნის ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა) | dSph/E7 | მშვილდოსანი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
ჯუჯა ტუკანი | dE5 | ტუკანი | |
ჯუჯა კასიოპეა (ანდრომედა IV) | dSph | კასიოპეა | ანდრომედას თანამგზავრი |
პეგასის ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა(Andromeda VI) | dSph | პეგასი | ანდრომედას თანამგზავრი |
ჯუჯა დიდი დათვი I და ჯუჯა დიდი დათვი II | dSph | დიდი დათვი | "ირმის ნახტომის" თანამგზავრი |
Identification Unclear | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
ქალწულის ვარსკვლავური დინება | dSph (ნარჩენი)? | ქალწული | "ირმის ნახტომთან" შერწყმის პროცესში. |
უილმან 1 | ჯუჯა სფერული გალაქტიკა თუ სფერული გროვა? (კლასტერი) | დიდი დათვი | 147 000 სინათლის წლის მოშორებით |
ანდრომედა IV | Irr? | ანდრომედა | ალბათ გალაქტიკა არ არის |
UGCA 86 (0355+66) | Irr, dE ან S0 | ჟირაფი | |
UGCA 92 (EGB0427+63) | Irr or S0 | ჟირაფი | |
სავარაუდოდ, არ არიან წევრები | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
GR 8 (DDO 155) | Im V | ქალწული | |
IC 5152 | IAB(s)m IV | ინდოელი | |
NGC 55 | SB(s)m | მოქანდაკე | |
ჯუჯა მერწყული (DDO 210) | Im V | მერწყული | |
NGC 404 | E0 ან SA(s)0- | ანდრომედა | |
NGC 1569 | Irp+ III-IV | ჟირაფი | |
NGC 1560 (IC 2062) | Sd | ჟირაფი | |
ჟირაფი A | Irr | ჟირაფი | |
ჯუჯა არგონავტი | Irr | გემის ხერხემალი | |
ESO 347-8 (2318–42) | Irr | წერო | |
UKS 2323-326 | Irr | მოქანდაკე | |
UGC 9128 (DDO 187) | Irp+ | მენახირე | |
სექსტანტი C | |||
ობიექტები, რომლებიც უკვე აღარ არიან აღიარებულნი, როგორც გალაქტიკები | |||
დასახელება | ტიპი | თანავარსკვლავედი | აღწერა |
პალომარ 12 (ჯუჯა თხის რქა) | თხის რქა | სფერული გროვა, რომელიც ოდესმე კლასიფიცირებული იყო სფეროიდულ გალაქტიკად | |
პალომარ (თავდაპირველად აღინიშნებოდა Ursa Major Dwarf - ჯუჯა დიდი დათვი) | დიდი დათვი | სფერული გროვა, რომელიც ოდესღაც სფეროიდულ გალაქტიკად მიიჩნევდნენ |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Local Group of Galaxies, SEDS Messier pages
- A Survey of the Resolved Stellar Content of Nearby Galaxies Currently Forming Stars დაარქივებული 2009-05-09 საიტზე Wayback Machine. , Lowell Observatory
- van den Bergh, Sidney (2000). „Updated Information on the Local Group“. The Publications of the Astronomical Society of the Pacific. 112 (770): 529–536. arXiv:astro-ph/0001040. Bibcode:2000PASP..112..529V. doi:10.1086/316548.
|