ოქროს თევზი
იერსახე
| ოქროს თევზი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Carassius auratus | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 166083 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ოქროს თევზი — ვერცხლისფერი კარასის (Carassius auratus) მოშინაურებული ფორმა. ერთ-ერთი გავრცელებული სააკვარიუმო დეკორატიული თევზია. ჰიბრიდიზეციისა და სელექციის გზით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში: კომეტა, ბოლოლეჩაქა, ტელესკოპი, ვარსკვლავთმრიცხველი, ლომთავა, ორანდა და სხვა, რომელთაც აქვთ ლამაზი შეფერილობა, დიდი გრძელი ფარფლები, ტელესკოპური თვალები და სხვა. კარგ პირობებში ოქროს თევზი სქესობრივად მწიფდება 1 წლისა. დედალი ყრის 2-3 ათას ქვირითს. აკვარიუმში ცოცხლობს 13-35 წლამდე. იკვებება დაფნიებით, პეპლებით, ჭიაყელებით, პურით, დაკეპილი ხორცით და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 611.
