ჯუჯა ვეშაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯუჯა ვეშაპი
Caperea marginata 3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ინფრარიგი:  ვეშაპისნაირნი
ოჯახი:  ცეტოთერიუმისებრნი
გვარი:  Caperea (Gray, 1864)
სახეობა:  ჯუჯა ვეშაპი
ლათინური სახელი
Caperea marginata (Gray, 1846)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 3778

ჯუჯა ვეშაპი, ჯუჯა სადა ვეშაპი (ლათ. Caperea marginata) — ზღვის ძუძუმწოვარი, უკბილო ვეშაპების წარმომადგენელი. არქაული სახეობაა, გერეგნულად მასში შერწყმულია ამ ქვერიგის სხვა წარმომადგენლების სხვადასხვა თვისება, ამიტომ მისი სისტემატიკა რამდენჯერმე გადაიხედა. ყველაზე პატარა (სხეულის სიგრძე 6,5 მეტრი, მასა 3–3,5 ტონა) და იშვიათია უკბილო ვეშაპებს შორის. სხეულის ფორმით და კორპუსის უკანა მესამედის დასაწყისში არსებული ნამგლისებური ზურგის ფარფლით ზოლიან ვეშაპებს ჰგავს. თავი შეადგენს საერთო სიგრძის ¼-ს. კისრის მალები შერწყმულია, ქვედა ყბა რკალისებრადაა მოღუნული, როგორც აქვთ სადა ვეშაპებს. ყელზე ორი ნაოჭი აქვს, როგორც რუხ ვეშაპს. მკერდის ფარფლები ვიწრო და მომრგვალებულბოლოიანია. სხეული და ფარფლები შეფერილია შავად ან მუქ რუხად, მუცელი ღიაა. პირის ღრუ და ცხრილისებრი აპარატი მოყვითალო-თეთრია. ზედა ყბის თითოეულ ნახევარზე 230-მდე დრეკადი „ულვაშის“ ფირფიტაა, რომელიც სიმაღლეში 70 სმ-ს აღწევს. ჯუჯა ვეშაპი ბინადრობს სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ წყლებში, სავარაუდოდ ცირკუმპოლარულად, თუმცა შორს არ მიგრირებს. მასთან შეხვედრები ძალიან იშვიათია როგორც სანაპირო წყლებში, ისე ღია ზღვაში; უფრო მეტად შეიმჩნევიან მარტოული ცხოველები ან წყვილები, იშვიათად — ჯგუფები 8 სულამდე, ზოგჯერ სხვა სახეობების ვეშაპებთან ერთად. იკვებება პლანქტონური კიბოსნაირებით. სახეობის ბიოლოგია პრაქტიკულად შესწავლილი არ არის, საერთო რაოდენობა უცნობია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Жариков К. А. Карликовый кит // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 175.