ლანიაკეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლანიაკეა
ადგილობრივი ზეგროვები.jpg
უახლოესი ადგილობრივი ზეგროვების რუკა, რომელიც 500 მილიონ სინათლის წელიწადს მოიცავს. ლანიაკეა წითელ წრეშია.
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: სამხრეთის სამკუთხედი
პირდაპირი ასვლა: 10სთ 32წთ {{{3}}}წმ
დახრილობა: -46გრად 00მინ {{{3}}}სეკ
წითელი წანაცვლება: z = 0,0708
მანძილი: 250 მსწ
მასა: 1,5×1016 M☉

ლანიაკეა — გალაქტიკური ზეგროვა, რომელიც „ირმის ნახტომის“, მზის სისტემისა და დედამიწის სახლია. ეს განსაზღვრა 2014 წლის სექტემბერში მიიღეს, როდესაც ასტრონომთა ჯგუფმა რ. ბრენტ ტულის (ჰავაის უნივერსიტეტიდან) ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა ზეგროვების განსაზღვრის ახალი გზა, რომელიც ეფუძნება გალაქტიკების ფარდობით სიჩქარეებს. ადგილობრივი ზეგროვის ეს ახალი განსაზღვრება მიეკუთვნება წინათ განსაზღვრულ ადგილობრივ ზეგროვას - ქალწულის ზეგროვას, ახლა უკვე დანამატად.[1][2][3][4]

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანიაკეას ზეგროვა 100 000 გალაქტიკას მოიცავს, რომლებიც 160 მეგაპარსეკზეა (520 მეგასინათლის წელიწადი) გადაჭიმული. ზეგროვები სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმონაქმნებია და ისეთი საზღვრები აქვს, რომელთა განსაზღვრა ძნელია, განსაკუთრებით კი შიგნიდან. გუნდმა რადიოტელესკოპების გამოყენებით ადგილობრივი გალაქტიკების დიდი ნაკრების მოძრაობის რუკა შეადგინა. მოცემულ ზეგროვაში ყველა გალაქტიკის მოძრაობა მიმართული იქნება შიგნითკენ, მასის ცენტრის მიმართულებით. ლანიაკეას შემთხვევაში ამ გრავიტაციულ ფოკუსურ წერტილს „უზარმაზარი მიმზიდველი“ ეწოდება და გავლენას ახდებს გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფისა და ყველა სხვა გროვის მოძრაობაზე მთელი ზეგროვის მასშტაბზე.[3]

აღმოჩენის მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი მეთოდს, რომელიც გალაქტიკების მოძრაობების ანალიზისთვის გამოიყენება, რომ განისაზღვროს მახასიათებელი მოძრაობა კოსმიური გაფართოებიდან, „ვაინერის ფილტრირება“ ეწოდება, რომელიც მუშაობს კარგად განსაზღვრული პოზიციური ინფორმაციისთვის, რაც 300 მეგასინათლის წელიწადის (92 მეგაპარსეკი) მანძილზე ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. ამ შეზღუდვით ჩანს, რომ ლანიაკეა შაპლის ზეგროვისკენაა მიმართული, ანუ ლანიაკეა და შაპლი შესაძლოა უფრო დიდი კომპლექსის ნაწილი იყოს.[5]

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანიაკეას მეზობელი ზეგროვებია: შაპლის ზეგროვა, ჰერკულესის ზეგროვა, თმების ზეგროვა, პერსევი-თევზების ზეგროვა. ამ ზეგროვების კიდეები და ლანიაკეა კარგად არაა ცნობილი.[2]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ლანიაკეა „განუზომელ ზეცას“ ნიშნავს ჰავაის ენაზე — „lani“ - ზეცა და „akea“ - განუზომელი. სახელის იდეა ეკუთვნის ნაუა'ა ნაპოლეონს, რომელიც ჰავაის ენის ასოცირებული პროფესორია კაპიოლანის საზოგადოების კოლეჯში. სახელი პოლინეზიელი შტურმანების პატივსაცემადაა, რომლებიც ცის ცოდნას იყენებდნენ წყნარ ოკეანეზე ნავიგაციისათვის.[1][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Newly identified galactic supercluster is home to the Milky Way“, National Radio Astronomy Observatory, ScienceDaily, 3 September 2014. 
  2. 2.0 2.1 Irene Klotz. (3 September 2014) New map shows Milky Way lives in Laniakea galaxy complex. Reuters. ScienceDaily.
  3. 3.0 3.1 Elizabeth Gibney. “Earth's new address: 'Solar System, Milky Way, Laniakea'“, Nature, 3 September 2014. 
  4. Quenqua, Douglas. “Astronomers Give Name to Network of Galaxies“, New York Times, 3 September 2014. წაკითხვის თარიღი: 4 September 2014. 
  5. 5.0 5.1 Camille M. Carlisle. “Laniakea: Our Home Supercluster“, Sky and Telescope, 3 September 2014.