შინაარსზე გადასვლა

World of Goo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
World of Goo
დეველოპერ(ებ)ი 2D Boy
გამომცემელი 2D Boy
პლატფორმ(ებ)ი Wii
Windows
Mac OS X
iOS
Linux
Android
გამოსვლის თარიღი
13 ოქტომბერი, 2008
  • Wii
    ჩა 13 ოქტომბერი, 2008
    ევ 19 დეკემბერი, 2008 Windows
    ჩა 13 ოქტომბერი 2008
    PAL 12 დეკემბერი, 2008
    Mac OS X
    ww 2 ნოემბერი 2008
    Linux
    ww 14 თებერვალი 2009
    iPad
    ww 16 დეკემბერი 2010
    iOS
    ww16 დეკემბერი 2010
    Android
    ww 28 ნოემბერი 2011
    BlackBerry OS
    ww 21 იანვარი, 2013
ჟანრ(ებ)ი ლოგიკური
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი (მხოლოდ Wii და Linux-ისთვის)
პროდიუსერ(ებ)ი რონ კარმელი
დიზაინერ(ებ)ი კაილ გებლერი
პროგრამისტ(ებ)ი რონ კარმელი
ალან ბლომკვისტი
მხატვარი კაილ გებლერი
სცენარისტი კაილ გებლერი
კომპოზიტორი კაილ გებლერი
მედია CD, ციფრული დისტრიბუცია
საიტი ოფიციალური საიტი

World of Gooთავსატეხი ჟანრის ვიდეო თამაში ფიზიკური მოვლენების იმიტაციით, რომელიც შექმნა კომპანია 2D Boy-მა, რომლის შემადგენლობაში შედიან Electronic Arts-ის ყოფილი თანამშრომლები რონ კარმელი და კაილ გებლერი. იგი გამოვიდა შემდეგი პლატფორმებისთვის: Wii, (ევრ. 13 ოქტომბერი, 2008,ჩრდ.ამ.12 დეკემბერი, 2008) Windows (ევრ. 13 ოქტომბერი, 2008. ჩრდ.ამ. 12 დეკემბერი, 2008), Mac OS X (2 ნოემბერი, 2008), iOS (16 დეკემბერი, 2010), Linux (12 თებერვალი, 2009), Android 28 ნოემბერი, 2011) და BlackBerry OS (21 იანვარი, 2013). პირველად გამოვიდა Windows-სა და Wii პლატფორმებისთვის 2008 წლის 13 ოქტომბერს.

თამაშმა მიიღო უამრავი ჯილდო თამაშებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა გამოცემებისგან.იგი ნომინირებული იყო Seumas McNally-ის გრანპრიზე, Design Innovation Award-ისა და Independent Games Festival-ზე.[1].

თამაში შედგება 5 თავისგან, ყოველი მათგანი შეიცავს რამდენიმე ტურს. ყოველ თავს აქვს თავისი გრაფიკული და მუსიკალური თემა, რაც მათ უქმნით განუმეორებელ ატმოსფეროს.

არსებობს ასევე ბონუს ტური სახელად World Of Goo Corporation, სადაც მიზანია ავაშენოთ დიდი კოშკები ზედმეტი ბურთებით, რომელიც მოთამაშემ დააგროვა სხვა ტურებში. მოთამაშეს ამ ტურში შეუძლია შეეჯიბროს სხვა მოთამაშეებს იმიტომ რომ კოშკის ზომა მახსოვრდება სერვერზე, მაგრამ მისი ფორმა არ მახსოვრდება. ინფორმაცია მოთამაშის კოშკებზე არის წარმოდგენილი ღრუბლებით რომლებზეც წერია მოთამაშის სახელი, კოშკის ზომა, ქვეყანა და გამოყენებული ბურთების რაოდენობა.

თამაშის ძირითადი მიზანი არის ის რომ მილამდე მივიყვანოთ ბურთების საჭირო რაოდენობა (ზედმეტი მიდის World Of Goo Corporation-ში). იმისთვის რომ მოთამაშემ ამას მიაღწიოს უნდა ააშენოს სხვადასხვანაირი ხიდები, კოშკები და სხვა.

არსებობს ბურთების სხვდასხვანაირი ტიპები რომელიც განსაკუთრებული თვისებების კომბინაციით მოთამაშემ უნდა მოახერხოს მილამდე მისვლა.

თამაში იწყება იმით რომ ბურთების მსოფლიოში გაჩნდება უცნაური მილების სისტემა რითიც ისინი შედიან World Of Goo Corporation-ში უცნობი მიზნებით. ბურთები მოგზაურობენ კუნძულზე და პოულობენ ახალი სახეობის ბურთებს. მეორე კუნძულზე ისინი რთავენ ელექტრო სადგურს და ხვდებიან შემდეგ კუნძულზე სადაც გიგანტური ქარხანაა. იქ ისინი უშვებენ Product Z-ს და ხვდებიან ვირტუალურ რეალობაში. იმისთვის რომ ეს გაეთიშათ ისინი მიდიან ინფორმაციულ მაგისტრალზე („Information Superhighway“) და შემდეგ კომპიუტერი ეტყვით რომ იქ ახლოს არის ნაგვის ყუთი სადაც ინახება ყველა წაშლილი წერილი და მათ რიცხვში სპამი და ვირუსები. ისინი აღადგენენ წაშლილ წერილებს, ამ წერილებით გაიტენება World Of Goo Corporation, და ის აფეთქდება, ამის შედეგად კი დაბრუნდება ნორმალური მსოფლიო.

World of Goo-ის შემქმნელები კაილ გებლერი და რონ კარმელი.

World of Goo შექმნა კომპანია Electronic Arts-ის ყოფილმა თანამშრომელმლებმა კაილ გებლერმა და რონ კარმელმა. თამაშის შემუშავება დაიწყო 2006 წლის აგვისტოს და მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში, რომლის შექმნის ღებულებამ შეადგინა $10,000 დოლარი.[2]

World of Goo დაპროგრმებული იქნა ღია კოდის მქონე ტექნოლოგიებით, მათ შორის Simple DirectMedia Layer, Open Dynamics Engine for physics simulation, TinyXML.[3][4] გებლერისა და კარმელის მეგობარი ალან ბლომკვისტი პასუხისმგებელი იყო თამაშის სერვის WiiWare-ზე პორტირებაზე.[5]

2010 წლის 6 ივლისს კომპანიები 2D boy, Capybara Games და hatgamecompany შეუდგნენ პრგოგრამის განხორციელებას სახელწოდებით "Indie Fund", რომელიც მიზნად ისახავს თამაშების განვითარებას და დამოუკიდებელი დეველოპერების დახმარებას.

2D Boy თავდაპირველად განაცხადა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დაგეგმილი თამაშის შემდგომი სერიის შექმნა. თუმცა 2010 წლის ნოემბერს World Of Goo-ის ბლოგზე კაილ გებლერმა დაწერა, რომ შესაძლებელია დაიწყოს თამაშის მეორე ნაწილზე მუშაობა.

თამაშში მუსიკა შექმნილია ქაილ გელბერის მიერ, რომელიც, ასევე იყო თამაშის დიზაინერი, სცენარისტი და ილუსტრატორი.საუნდტრეკი გამოვიდა 2009 წლის 20 იანვარს და არის სრულიად უფასო.[6]

ის შეიცავს 27 ტრეკს, მაგრამ თამაშში, ზოგჯერ შემოკლებული ვერსიები გვხვდება. კომპოზიცია "World of Goo Beginning" შექმნილი იქნა ასტორ პიაცოლას მუსიკალური ნაწარმოების Libertango მიბაძვით.

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings (Wii) 94.04%[7]
(PC) 92.27%[8]
Metacritic (Wii) 95/100[9]
(PC) 90/100[10]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com (Wii) A[11]
Eurogamer (Wii) 10/10[12]
(PC) 9/10[13]
GameSpot (Wii) 9/10[14]
IGN (Wii) 9.5/10[15]
Nintendo World Report (Wii) 10/10[16]
Official Nintendo Magazine (Wii) 95/100[17]

Windows-სა და Wii პლატფორმის ვერსიებმა მიიღეს უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან. მიმოხილველმა საიტმა Metacritic-მა PC ვერსიას მიანიჭა 100-დან 90 ქულა, ხოლო Wii ვერსიას - 95/100. რაც შეეხება GameRankings, PC ვერსიას დაუწერა 100 დან 92.27%. Eurogamer-მა თამაში დახასიათა შემდეგნაირად: "ფიზიკის უახლესი, სუფთა და ყველაზე ბრწყინვალე საჩუქარი".[13] Nintendo Life-მა თამაშს მიანიჭა 10/10 და დასძინა, რომ ეს არა მარტო საუკეთესო WiiWare-ის თამაშია, არამედ ის ასევე არის იმის დასტური, რომ თქვენ არ გჭირდებათ შემქმნელთა დიდი ჯგუფი ან მილიონობით დოლარი, რათა შექმნათ განსაკუთრებული ვიდეო თამაში".[18] ასევე IGN-მაც აღნიშნა, რომ World of Goo არის WiiWare-ის საუკეთესო თამაში.[15]. Nintendo World Report-მა გააკრიტიკა თამაშის "ნელი სტარტი", თუმცა შეაქო იგი და დაახასიათა, როგორც "უბრალოდ WiiWare-ის საუკეთესო თამაში დღესდღეობით და ალაბათ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მის თაობაში".[16] Resolution Magazine-მა დაუწერა 90 ქულა და მოიხსენია "უკვე კლასიკად".[19] Official Nintendo Magazin-მა დაუწერა 95 % და დასძინა, რომ თამაში არის "პრაქტიკულად უნაკლო".[17]. ჟურნალის პერსონალმა უწოდა საუკეთესო WiiWare-ის თამაში, და დახაასიათა, როგორც "ხანგრძლივი გასროლა"[20]

World of Goo მიიღო უამრავი ჯილდო. მან გაიმარჯვა Spike Video Game Awards-ის "საუკეთესო დამოუკიდებელი თამაშის" ნომინაციაში.[21] ასევე Wii-ვერსიას მიენიჭა 6 სპეციფიკური ჯილდო, ხოლო PC ვერსიას - 1, მათ შორის საუკეთესო თავსატეხი თამაში, საუკეთესო მხატვრული დიზაინი, საუკეთესო WiiWare-ის თამაში, ყველაზე ინოვაციური დიზაინი. IGN-ისგან მიიღო "წლის თამაშის" ტიტული.[22] Eurogamer-ის მიერ შეყვანილი იქნა 2008 წლის 50 საუკეთესო თამაშს შორის - მე-10 ადგილი.[23] EA Sports-ის თავკაცმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ იგი გაკვირვებული დარჩა სიაში World of Goo-ის ასეთ მაღალ პოზიციაზე დაყენების გამო, იმის მიუხედავად, რომ მას არ უთამაშია თამაში.[24] 2010 წელს World of Goo შეყვანილი იქნა წიგნში სახელწოდებით 1001 ვიდეო თამაში, რომელიც უნდა ითამაშო სანამ ცოცხალი ხარ.[25]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2008 Independent Games Festival Winners. Independent Games Festival. Think Services.
  2. How the World of Goo became one of the indie video game hits of 2008. Venture Beat (2009-01-02). ციტირების თარიღი: 2009-01-10.
  3. Murphy, Patrick. (2007-12-31) Road To The IGF: World Of Goo's 'Suggested Emotional Journey' To Wii. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  4. Macarthy, Andrew. (2008-04-01) World of Goo switches from Wii to WiiWare. Nintendic.
  5. Walker, John. (2009-01-15) 2D Boy's Ron Carmel and Kyle Gabler – Interview. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2011-05-07.
  6. Music from World of Goo. Kyle Gabler. ციტირების თარიღი: 2009-01-20.
  7. World of Goo (Wii). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2011.
  8. World of Goo (PC). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-09. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2011.
  9. World of Goo (Wii). Metacritic. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2011.
  10. World of Goo (PC). Metacritic. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2011.
  11. Hayward, Andrew. (2008-10-16) World of Goo Review. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-29. ციტირების თარიღი: 2009-04-02.
  12. Walker, John. (2009-05-01) World of Goo Review. Eurogamer. Eurogamer Network Ltd.. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  13. 13.0 13.1 Blyth, Jon. (2008-10-02) World of Goo Review. Eurogamer. Eurogamer Network Ltd.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  14. Todd, Brett. (2008-11-03) World of Goo Review. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  15. 15.0 15.1 Casamassina, Matt. (2008-10-10) World of Goo Review. IGN Wii. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  16. 16.0 16.1 DiMola, Nick. (2008-10-17) Wii Review: World of Goo. Nintendo World Report. ციტირების თარიღი: 2008-10-17.
  17. 17.0 17.1 Official Nintendo Magazine, Issue 38, p.95
  18. Dillard, Corbie. (2008-10-13) World of Goo (WiiWare) Review. Nintendo Life. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  19. Jones, Graham. (2009-02-02) WiiWare Review: World of Goo. Resolution Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-30. ციტირების თარიღი: 2009-02-04.
  20. East, Tom. (2009-02-17) Nintendo Feature: 100 Best Nintendo Games: Part One. Official Nintendo Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-03. ციტირების თარიღი: 2013-12-05.
  21. Best Independent Game Fueled by Dew. SpikeTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-11-08.
  22. IGN Wii: Best of 2008. Best of 2008 Awards. IGN Entertainment (2008-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2008-12-18.
  23. Eurogamer's Top 50 Games of 2008: 10–1. Eurogamer (2008-12-30). ციტირების თარიღი: 2009-01-07.
  24. Moore, Peter. (2008-12-31) WTF? (Where The hell is FIFA 09?). Peter Moore's Official Blog. Electronic Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-27. ციტირების თარიღი: 2009-01-07.
  25. Mott, Tony (2010). 1001 Video Games You Must Play Before You Die. London: Quintessence Editions Ltd., გვ. 814. ISBN 978-1-74173-076-0. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=World_of_Goo&oldid=4555493“-დან