VFTS 682

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
VFTS 682

VFTS 682 მაგელანი დიდ ნისლეულში
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ოქროს თევზი
პირდაპირი ასვლა: 05სთ 38წთ 55,51წმ
დახრილობა: -69გრად 04მინ 26,72სეკ [1]
მანძილი: 164 000 სინათლის წელიწადი[1]
მასა: 150 M[1]
რადიუსი: 22 R
სპექტრული ტიპი: WN5h[1]
სიკაშკაშე: 3,2 მილიონი L[1]
ტემპერატურა: 52,200 ± 2500 K[1]
ვარსკვლავიერი სიდიდე: 16,08[1]
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: 16,08[1]

VFTS 682 — ძალიან კაშკაშა იზოლირებული ვარსკვლავი, რომელიც მეცნიერებმა მეზობელ გალაქტიკაშიმაგელანის დიდ ნისლეულში, ვარსკვლავთგროვა R136-ში, ტარანტულის ნისლეულში აღმოაჩინეს. ის მზეზე დაახლოებით 150-ჯერ მძიმეა, რის გამოც იგი ერთ-ერთი ყველაზე მასიური ვარსკვლავია, ხოლო სიკაშკაშით 3 მილიონჯერ აჭარბებს მზეს. VFTS 682 ვოლფ-რაიეს ვარსკვლავია. ყველა წინა ზევარსკვლავები იპოვეს ვარსკვლავთგროვებში, მაგრამ ეს საოცარი მნათობი იმყოფება სიმარტოვეში. ამ ვარსკვლავის წარმომავლობა უცნობია: ის განმარტოებით წარმოიქმნა თუ ვარსკვლავთგროვიდან გამოაგდეს? ეს თავსატეხი კი ასტრონომებს იწვევს ვარსკვლავების ფორმირების უკეთ გაგებაში.

ძირითადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა გამოიყენა ESO-ს ძალიან დიდი ტელესკოპი, რათა ყურადღებით შეესწავლათ ვარსკვლავი VFTS 682 მაგელანის დიდ ნისლეულში - ირმის ნახტომის ერთ-ერთი თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა. ვარსკვლავის სინათლის ანალიზით, FLAMES ინსტუმენტის გამოყენებით, რომელიც VLT-ზეა დამონტაჟებული, მათ აღმოაჩინეს, რომ ის 150-ჯერ აჭარბებდა მზის მასას. ასეთი ტიპის ვარსკვლავები აქამდე ვარსკვლავებით გადაჭედილ გროვაში მოიძებნებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი მარტოდ მარტო ბრუნავს.

ვიკიციტატა
„ ჩვენ ძალიან გავოცდით, როდესაც ასეთი მასიური ვარსკვლავი განმარტოებულად მყოფი აღმოვაჩინეთ და არამდიდარ ვარსკვლავთგროვაში. მისი წარმომავლობა დიდი თავსატეხია“.“
(ხოაკიმ ბესტენლენერი. )
ESO-ს გაერთიანებული 4 VLT (Very Large Telescope - ძალიან დიდი ტელესკოპი)

ეს ვარსკვლავი უფრო ადრე შენიშნეს, როდესაც აკვირდებოდნენ ყველააზე კაშკაშა ვარსკვლავებს ტარანტულას ნისლეულის გარშემო და მაგელანის დიდ ნისლეულში. VFTS 682 მდებარეობს ვარსკვლავურ ინკუბატორში: გაზის, მტვრის და ახალგაზრდა ვარსკვლავების უზარმაზარი რეგიონი, რომელიც არის ყველაზე აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონი ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში. პირველად, ეს ვარსკვლავი მეცნიერებს მიაჩნდათ უბრალოდ ცხელ, ახალგაზრდა და კაშკაშა ვარსკვლავად, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ შეინიშნებოდა. თუმცა, ახალმა კვლევებმა VLT-ს გამოყენებით გამოააშკარავა, რომ ვარსკვლავის ენერგია შთაინთქმება და იფანტება მტვის ღრუბლების მიერ, სანამ ის დედამიწამდე მოაღწევს - ის სინამდვილეში უფრო კაშკაშაა ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ და ერთ-ერთი ყველაზე კაშკასაა აქამდე ცნობილ ვარსკვლავთა შორის.

წითელ და ინფრაწითელს სინათლეს, რომელსაც ვარსკვლავი ასხივებს, შეუძლია თავისუფლად გაიაროს მტვერში, მაგრამ შედარებით პატარა ტალღის სიგრძის რეგიონებს - ლურჯსა და მწვანე სინათლეს ეს არ შეუძლიათ, ამიტომ უფრო იფანტებიან და საბოლოოდ იკარგებიან. შედეგა, ვარსკვლავი ჩანს მოწითალო, მაგრამ თუ ხედი დაუბრკოლებელი იქნებოდა, ის გაანათება კაშკაშა ლურჯ-თეთრად.

ვარსკვლავთგროვა R136 მაგელანის დიდ ნისლეულში

VFTS 682 ძალიან კაშკაშა და ცხელია. მისი ზედაპირის ტემპერატურა 50 000 გრადუსს ცელსიუსით აღწევს. ვარსკვლავები ასეთი უჩვეულო თვისებებით თავიანთ მოკლე ხანგრძლივობის სიცოცხლეს ამთავრებენ სუპერნოვას სახით, როგორც ამას ნორმალური დიდი მასის ვარსკვლავი აკეთებს, მაგრამ ასეთ ვარსკვლავებმა შეიძლება სიცოცხლე დაასრულონ ხანგრძლივი გამა-ანთებებით - ყველაზე კაშკაშა აფეთქებები სამყაროში. მართალია VFTS 682 ეულად იმყოფება, მაგრამ ის ძალიან შორს არ არის მდიდარი ვარსკვლავთგროვისგან - RMC 136 (ხშირად მოიხსენიებენ R136), რომელიც შეიცავს რამდენიმე მსგავს „სუპერ-ვარსკვლავს“.

ვიკიციტატა
„ ახალი კვლევები აჩვენებს, რომ VFTS 682 თითქმის იდენტურია ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა „ზევარსკვლავის,“ რომელიც R136-ის გულში იმყოფება“
(პაკო ნაიარო. )

შესაძლებელია, რომ ეს ვარსკვლავი აქ წარმოიქმნა და შემდეგ გამოაგდეს? ასეთი „გაქცეული ვარსკვლავები“ ბევრია ცნობილი, მაგრამ ყველა გაცილებით პატარები არიან VFTS 682-ზე. საინტერესოა, როგორ გამოისროლეს ამხელა ვარსკვლავი გროვიდან გრავიტაციული ურთიერთქმედებებით სხვა მნათობებმა.

ვიკიციტატა
„ მართალია, შედარებით ადვილია იმის გაგება, თუ როგორ წარმოიქმნა ასეთი უზარმაზარი და კაშკაშა ვარსკვლავი მდიდარ ვარსკვლავთგროვებში, მაგრამ გაცილებით ძნელია გაიგო, თუ როგორც შეიძლება წარმოიქმნას ის თავისით. სწორედ ეს აქცევს VFTS 682-ს ნამდვილად მომაჯადოებელ ობიექტად“
(იორიკ ვინკი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Bestenlehner, J. M.; et al. (May 2011). „The VLT-FLAMES Tarantula Survey III. A very massive star in apparent isolation from the massive cluster R136“. Astronomy & Astrophysics. 530: L14. arXiv:1105.1775. Bibcode:2011A&A...530L..14B. doi:10.1051/0004-6361/201117043. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author2=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=VFTS_682&oldid=2773517“-დან