შინაარსზე გადასვლა

სინათლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სინათლე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სინათლე (მრავალმნიშვნელოვანი).

სინათლეელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ქვეშ შეიძლება მოაზრებოდეს, ვიწრო გაგებით — ხილული გამოსხივება, ან ფართო გაგებით — ნებისმიერი ოპტიკური გამოსხივება.

ხილული გამოსხივება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინათლე ვიწრო მნიშვნელობით იგივეა, რაც ხილული გამოსხივება, ე. ი. ელექტრომაგნიტური ტალღები იმ სიხშირეთა დიაპაზონში, რომელსაც ადამიანის თვალი აღიქვამს (7.5×10144×1014 ჰც, რაც შეესაბამება ≈400-იდან 700 ნმ-მდე ტალღის სიგრძეს ვაკუუმში). ძალიან მაღალი ინტენსიურობის სინალეს თვალი აღიქვამს სიხშირეთა რამდენადმე ფართო დიაპაზონში. საშუალოდ ადამიანის თვალის სინათლისადმი მგრძნობიარობის დამოკიდებულებას სინათლის სიხშირეზე (თვალის სპექტრული მგრძნობიარობა) ახასიათებენ სპექტრული სინათლოვანი ეფექტურობის ფუნქციით (ე. წ. თვალის ხილულობის წირი). ეს ფუნქცია საფუძვლად უდევს ყველა შუქტექნიკურ გაანგარიშებას. სინათლის ტალღების სიხშირეთა განსხვავება ზოგად შემთხვევაში ადამიანის მიერ აღიქმება როგორც განსხვავება ფერის მიხედვით.

ოპტიკური გამოსხივება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინათლის ფართო მნიშვნელობით არის ოპტიკური გამოსხივების სინონიმი, რომელიც გარდა ხილულისა, მოიცავს სპექტრის ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივების არეებს (სიხშირეთა დიაპაზონი ≈ 3×10113×1017 ჰც, ტალლის სიგრძე ვაკუუმში 1 მმ-იდან 1 ნმ-მდე). სინათლისთვის დამახასიათებელია ნივთიერებასთან ურთიერთქმედება, რაც ხასიათდება სხვადასხვა სიდიდით (შთანთქმის მაჩვენებელი, სინათლის არეკვლის, გაშვებისა და შთანთქმის კოეფიციენტები და სხვა). სხეულის მიერ არეკვლილი გამოსხივების ნაკადის ფარდობას მასზე დაცემული გამოსხივების ნაკადთან არეკვლის კოეფიციენტს უწოდებენ, ხოლო სხეულის მიერ შთანთქმული სინათლის ნაკადის ფარდობას მასზე დაცემული გამოსხივების ნაკადთან — შთანთქმის კოეფიციენტს, ნივთიერებაში გასული გამოსხივების ნაკადის ფარდობას მის ზედაპირზე დაცემულ ნაკადთან კი — გარემოს გაშვების კოეფიციენტს (ენერგიის მუდმივობის კანონის შესაბამისად არეკვლის, შთანთქმისა და გაშვების კოეფიციენტების ჯამი უდრის ერთს).

ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს სინათლეს არის ფოტონი. სინათლის სამი ძირითადი მახასიათებელია (ანუ ყველა ელექტრომაგნიტური გამოსხივების):

  • ინტენსივობა (ამპლიტუდა), რომელსაც ადამიანი სინათლის სიკაშკაშის სახით აღიქვამს;
  • სიხშირე (ტალღის სიგრძე), რომელსაც ადამიანი სინათლის ფერით აღიქვამს, და
  • პოლარიზაცია (რხევის კუთხე), რომელიც ადამიანის მიერ მხოლოდ სუსტად აღიქმება ჩვეულებრივ ვითარებაში.

მისი სიჩქარე, ვაკუუმში 300 000 000 მეტრი წამში (300 000 კილომეტრი წამში), ბუნების ერთ–ერთი ძირითადი მუდმივაა. სინათლეს ახასიათებს ორივე – ტალღისა და ნაწილაკის თვისებები. ეს მახასიათებელი ცნობილია, როგორც ტალღურ–ნაწილაკური დუალიზმი. მეცნიერებას სინათლის შესახებ ოპტიკას უწოდებენ, ის თანამედროვე ფიზიკის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა.