ტარანტულის ნისლეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტარანტულის ნისლეულის პირველი ნათელი სურათი. ლა-სილიის ობსერვატორია

ტარანტულის ნისლეული (აგრეთვე ცნობილი როგორც 30 ოქროს თევზი) — ემისიური ნისლეული ოქროს თევზის თანავარსკვლავედში, H II რეგიონი მაგელანის დიდ ნისლეულში. თავდაპირველად, მას ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, თუმცა, 1751 წელს, ნიკოლა ლუი დე ლაკაილმა, მასში ნისლეულის ბუნება ამოიცნო.

ნისლეულის ვარსკვლავიერი სიდიდე რვის ტოლია. მისი მანძილის (49 კილოპარსეკი, ანუ 160 000 სინათლის წელი) გათვალისწინებით, იგი მეტისმეტად მოკაშკაშე არავარსკვლავურ ობიექტს წარმოადგენს. ნისლეულის სიკაშკაშე იმდენად დიდია, რომ დედამიწასთან ისე ახლოს ყოფნის შემთხვევაში, როგორც ორიონის ნისლეულია, ტარანტულის ნისლეულის ნათება ჩრდილების არსებობას შეწყვეტდა [1]

ტარანტულის ნისლეული გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე მეტად აქტიური ვარსკვლავთფორმირების რეგიონია. ადგილობრივი ჯგუფის მსგავს რეგიონებში, იგი დიამეტრის მიხედვით, ერთ-ერთ უდიდეს ობიექტად ითვლება — მისი დიამეტრი 200 პარსეკია. იგი მაგელანის დიდი ნისლეულის იმ მოწინავე კიდეზე მდებარეობს, სადაც ვარსკვლავთშორისი სივრცის შეკუმშვა და დინამიური წნევის დატვირთვა მაქსიმუმს აღწევს.

„30 ოქროს თევზის“ ცენტრში მდებარე ვარსკვლავთგროვაNGC 2070, R136-ს მოიცავს[2],რომელიც ნისლეულის ხილვადობისთვის საჭირო ენერგიის უმეტეს ნაწილს წარმოქმნის. NGC 2070-ის მასა 450 000 მზის მასას უდრის, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, იგი მომავალში სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა გახდება.[3] ამასთანავე, ტარანტულის ნისლეული Hodge 301-საც მოიცავს, რომლის მასიური ვარსკვლავების უმეტესობაც, ზეახალ ვარსკვლავში აფეთქდა.[4]

ტელესკოპის გამოგონების შემდეგ დაფიქსირებული[5] უახლოესი ზეახალი ვარსკვლავიSN 1987A, ტარანტულის ნისლეულის განაპირად აღმოჩნდა.[6] არსებობს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი, რომელიც გარს ერტყმის გაფანტულ ვარსკვლავთგროვას — NGC 2060-ს, მაგრამ ნისლიანობის გამო, რთულია სხვა ნარჩენების არსებობის დადგენა.[7]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.noao.edu/news/2011/pr1102.php
  2. Massey, P; Hunter, D. (January 1998). "Star Formation in R136: A Cluster of O3 Stars Revealed by Hubble Space Telescope Spectroscopy". The Astrophysical Journal 493 (1): 180.
  3. Bosch, Guillermo; Terlevich, Elena; Terlevich, Roberto (2009). "Gemini/GMOS Search for Massive Binaries in the Ionizing Cluster of 30 Dor". Astronomical Journal 137 (2): 3437–3441. .
  4. Grebel, Eva K.; Chu, You-Hua (2000). "Hubble Space Telescope Photometry of Hodge 301: An "Old" Star Cluster in 30 Doradus". Astronomical Journal 119 (2): 787–799. .
  5. Tarantula Nebula's Cosmic Web a Thing of Beauty. SPACE.com (2011-03-21). წაკითხვის თარიღი: 2011-03-26.
  6. "Encyclopedia of Space". Authors: Couper,Heather; Henbest, Nigel. Retrieved 2 January 2013.
  7. Lazendic, J. S.; Dickel, J. R.; Jones, P. A. (2003). "Supernova Remnant Candidates in the 30 Doradus Nebula". The Astrophysical Journal 596: 287. .