The Ghosts of Pripyat

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Ghosts of Pripyat
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი სექტემბერი 2014
ჩაიწერა 2014
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 55:20
პროდიუსერი სტივ როზერი
სტივ როზერი — ქრონოლოგია
Live in Rome
(2014)
The Ghosts of Pripyat
(2014)

The Ghosts of Pripyat — ინგლისელი გიტარისტ სტივ როზერის სოლო ალბომი, გამოცემული 2014 წლის სექტემბერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს, როდესაც ჯგუფი მარილიონი იწერდა ალბომს Misplaced Childhood, სტივ როზერიმ EMI-სგან სოლო ალბომის ჩაწერის და გამოცემის შემოთავაზება მიიღო. ჯგუფში ამას კამათი მოჰყვა და ჩანაფიქრი აღარ განხორციელდა. მაილზ კოუპლენდმა სტივს Brave-ის ჩაწერის პერიოდში ასევე შესთავაზა ინსტრუმენტული ალბომის ჩაწერა, მაგრამ სტივმა ამის მაგივრად იმუშავა The Wishing Tree-ს პირველ ალბომზე. 20 წლის თავზე, 2013 წლის ოქტომბერში იგი მონაწილეობდა პლოვდივში გამართულ გიტარების ფესტივალში. როზერის ფესტივალზე გამოსასვლელად მიეცა ერთსაათიანი თავისუფლება. ამიტომ იგი, დეივ ფოსტერის თანაშემწეობით, გადიოდა რეპეტიციებს, რომლებშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ლეონ პარი და იატიმ ჰალიმი.

როზერიმ Kickstarter-ზე წარმოადგინა ახალი ალბომი, როგორც პროექტი, რომელსაც დაფინანსება ესაჭიროებოდა. მის განსახორციელებლად აუცილებელი იყო 15.000 გირვანქა სტერლინგი, ხოლო შეგროვდა 59.782. 2014 წლის იანვარში დასრულდა დაფინანსება და ალბომი ჩაწერილი იქნა, იმავე წლის შემოდგომაზე გამოსაცემად.

სიმღერებში „Morpheus“ და „The Old Man of the Sea“ გიტარაზე სტივ ჰეკეტი უკრავს. ალბომის გარეკანზე გამოყენებულია პრიპიატის კადრი, გადაღებული ვერტმფრენიდან, რომელიც ეკუთვნის ფრანგ ფოტოგრაფ იან ართუს-ბერტრანს. ალბომის ბუკლეტის დიზაინი ლასე ჰოილის არის.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Morpheus“07:55
2.„Memories“06:09
3.„Old Man Of The Sea“11:42
4.„White Pass“07:51
5.„Yesterday's Hero“07:21
6.„Summer's End“08:47
7.„The Ghosts Of Pripyat“05:32

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტივ როზერი - გიტარა, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
  • ბას-გიტარა - იატიმ ჰალიმი
  • ლეონ პარი - დასარტყმელი საკრავები
  • რიკარდო რომანო - კლავიშებიანი საკრავები
  • სტივ ჰეკეტი - დამატებითი გიტარა („Morpheus“ და „The Old Man of the Sea“)
  • დეივ ფოსტერი - გიტარა, სიმღერების ავტორი
  • მაიკლ ჰანტერი - ხმის მიქსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]