Marillion

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მარილიონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marillion
Marillion2.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ეილსბერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ნეო-პროგრესული როკი
პროგრესული როკი
არტ როკი
პოპ-როკი
სოფტ როკი
აკუსტიკური როკი
ალტერნატიული როკი
აქტიური 1979 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI, Capitol, Castle, Racket Records (Intact), IRS, Caroline, Sanctuary, Velvel/Koch, Edel, Liberty, Pony Canyon
ასოციაციები ფიში, h Natural, How We Live, The Europeans, The Wishing Tree, Arena, Iris, იენ მოზლი და Ben Castle, Transatlantic, Kino
საიტი www.marillion.com
წევრები
სტივ ჰოგართი
სტივ როზერი
პიტ ტრევავასი
მარკ კელი
იენ მოზლი
ყოფილი წევრები
ფიში
მიკ პოინტერი
დიზ მინიტი
ბრაიან ჯელიმენი
დაგ ირვინი

Marillionბრიტანული როკ ჯგუფი ეილსბერიდან (ბუკინგემშირი), რომელიც ჩამოყალიბდა 1979 წელს. მათი კარიერის განმავლობაში, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, ჩაწერილი იქნა 16 სტუდიური ალბომი. ჯგუფის არსებობის პირველი პერიოდი აღსანიშნავია ვოკალისტისა და ლიდერის ფიშის მოღვაწეობით. მან დატოვა ჯგუფი 1988 წელს. ამ ეტაპიდან Marillion-ს შეუერთდა სტივ ჰოგართი (იგივე „ეიჩ“). 1989 წლიდან მოყოლებული, ჯგუფმა გამოუშვა 12 სტუდიური ალბომი.

ისტორია[რედაქტირება]

ფიშის პერიოდი[რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

He Knows You Know

სიმღერის ნაწყვეტი
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

Marillion ჩამოყალიბდა 1979 წელს. თავდაპირველად მას ეწოდებოდა „სილმარილიონი“ (ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით). პირველი კონცერტი კოლექტივმა გამართა ბერკჰემსტედში, 1980 წლის 1 მარტს.[1]

ჯგუფის სახელწოდება შემოკლდა და გახდა Marillion (რათა არ ყოფილიყო პრობლემები საავტორო უფლებებთან).[2] ამ პერიოდში ჯგუფს კონკურსის შემდეგ შეუერთდნენ ვოკალისტი ფიში და ბას-გიტარისტი დიზ მინიტი. 1981 წლის ბოლომდე ჯგუფში მოვიდა კელი, რომელიც ჯელიმენის მაგივრად უკრავდა, ხოლო მინიტი 1982 წელს შეცვალა ტრევავასმა.

ჯგუფის პირველი ნამუშევრები გამოირჩეოდა ფიშის არაორდინალური პოეტური და ორიგინალური მუსიკალური ექსპერიმენტებით. თავდაპირველად ჯგუფის მუსიკა ძალიან ჰგავდა Queen-ის, ჯენესისის, პინკ ფლოიდის, Van Der Graaf Generator-ის, რაშისა და Yes-ის სიმღერებს. ჯგუფის პირველი დემო-ჩანაწერი შექმნილი იქნა 1981 წელს. მასში მოხვდა სამი კომპოზიცია - He Knows You Know, Garden Party და Charting the Single.

ჯგუფმა ყურადღება მიიქცია სხვადასხვა მუსიკალურ შოუზე გამოსვლით. კონტრაქტი მათთან გააფორმა კომპანიამ EMI. პირველი სინგლი, Market Square Heroes გამოვიდა 1982 წელს, B-გვერდით 'Grendel'.

Script for a Jester's Tear და Fugazi (1983–1984)[რედაქტირება]

ჯგუფის ლოგო, რომელსაც კოლექტივი იყენებდა 1983–1989 წლებში

ჯგუფის სადებიუტო ალბომის Script for a Jester's Tear მელოდიები ეფუძნებოდა წინა წლებში კონცერტებზე შესრულებულ კომპოზიციებს. მიუხედავად პროგრესული როკის სტილისტიკისა, მათში უფრო ბნელი განწყობა შეიმჩნეოდა. ალბომის სარეკლამო კამპანიის დროს ჯგუფი დატოვა მიკ პოინტერმა.

შემდეგი დისკი, Fugazi იქმნებოდა ელექტრონული ჟღერადობის ინტეგრირებით. მასში შეტანილია Assassing, Marillion-ის ერთ-ერთი ცნობილი სინგლი.[3]

ჯგუფის პირველი ცოცხალი ალბომი, Real to Reel 1984 წლის ნოემბერში გამოვიდა, ახალი სიმღერით Cinderella Search, რომელიც მანამდე სინგლში Assassing მოხვდა.

Misplaced Childhood და საერთაშორისო წარმატება (1985)[რედაქტირება]

ჯგუფის გამოსვლა გერმანიაში, 1987 წელს, ფილმიდან Live From Loreley

ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი, Misplaced Childhood 1985 წელს გამოვიდა. ხმისჩამწერი კომპანიის მხარდაჭერით, კოლექტივმა სტილისტურად წინა ალბომებისგან განსხვავებით ცვლილება განიცადა. გამოვიდა მათი ორი წარმატებული სინგლი, Kayleigh და Lavender. ალბომი განსხვავდებოდა წინა დისკებისგან პირველი სიყვარულის, დაკარგული ბავშვობის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის, პროსტიტუციის, ხელახალი დაბადების თემებით. ბრიტანეთში მან ჩარტების #1 ადგილი დაიკავა, ხოლო ჟურნალის Kerrang! გამოკითხვაში პოპულარობით #6 იყო.

Clutching at Straws და ფიშის წასვლა (1986–1988)[რედაქტირება]

Clutching at Straws, ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი ნაწილობრივ წინა ალბომების მელოდიურ სტილისტიკას ეფუძნებოდა, მაგრამ ამავე დროს ალკოჰოლიზმის თემის უფრო საფუძვლიანი განხილვით. ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ ფიშმა დატოვა ჯგუფი, თუმცა მანამდე კოლექტივთან ერთად წარმატებული საკონცერტო ტური ჰქონდა.

სტივ ჰოგართის პერიოდი[რედაქტირება]

Seasons End და Holidays in Eden (1989–1991)[რედაქტირება]

ფიშის წასვლის შემდეგ ჯგუფში მოხვდა სტივ ჰოგართი, სხვა ჯგუფიდან, The Europeans. ეს იყო Marillion-ისათვის ურთულესი პერიოდი, რადგან ფიშთან ერთად დაწყებული, მეხუთე ალბომზე მუშაობა შეწყდა და კოლექტივი უკვე ზრუნავდა შემდეგ დისკზე, Seasons End.

ფიში წავიდა Marillion-იდან და ამით მუსიკოსებმა დაკარგეს იდეოლოგი და ტექსტების ავტორიც. ჰოგართი, ყველასთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა ნიჭიერი პოეტიც, თუმცა მუშაობდა ტექსტების ავტორ ჯონ ჰელმერთან ერთად. ამასობაში ფიში იწერდა საკუთარ სოლო-ალბომს, Vigil in a Wilderness of Mirrors,

Holidays In Eden, ახალი Marillion-ის მეორე ალბომი, აგებული იყო სრულიად ახალ მასალაზე, რომელიც უკვე მასთან ერთად დაიწერა (წინა ალბომის სიმღერების ნაწილი მისი გამოჩენისათვის უკვე მზად იყო). მიუხედავად გამოკვეთილი პოპ-ალბომის სტილისტიკისა, დისკს დიდი პოპულარობა არ ჰქონია.[4]

Brave, Afraid of Sunlight და EMI-ს დატოვება (1992–1995)[რედაქტირება]

Holidays in Eden-ის შემდეგ გამოიცა Brave - ბნელი და ფსევდოკონცეფტუალური დისკი, რომელიც 18 თვის მანძილზე იწერებოდა. მიუხედავად კრიტიკოსებისგან მისი მაღალი შეფასებისა, EMI-ში ყველა უკმაყოფილო იყო. ამას დაემატა ფილმი, რომელიც ეფუძნებოდა ალბომს, რამაც კიდევ უფრო გააოცა პერსონალი ლეიბლიდან.

Afraid Of Sunlight აღმოჩნდა უკანასკნელი დისკი, ჩაწერილი ამ კომპანიის მხარდაჭერით. მას არ ახლდა სარეკლამო კომპანია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ჟურნალში მას მაღალი შეფასება მისცეს. ალბომში შეტანილია Out Of This World, რომელიც დონალდ კემპბელის, ცნობილი მოცურავის ხსოვნას მიეძღვნა.[5] სტივ ჰოგართი თვლიდა, Afraid of Sunlight არის საუკეთესო ალბომი, რომელიც მას ჯგუფთან ჩაუწერია.[6]

This Strange Engine, Radiation და marillion.com (1996–1999)[რედაქტირება]

შემდეგ იყო რიგი ალბომებისა, სადაც Marillion კვლავ ახალი ჟღერადობის ძიებაში იყო. This Strange Engine (1997) კვლავ მცირე სარეკლამო კამპანიის თანხლებით გამოიცა, ლეიბლზე Castle Records. ჯგუფმა ვერ შესძლო აშშ ტურის გამართვა. მაგრამ ამერიკელმა მოყვარულებმა შეაგროვეს 60,000 აშშ დოლარი და კოლექტივი მიიწვიეს საკუთარ ქვეყანაში.[7] ამას მოჰყვა მრავალწლიანი ტრადიცია, დაფუძნებული ჯგუფის მისამართით გადარიცხულ თანხებზე და ალბომების ჩაწერის/კონცერტების გამართვის ასეთი პირობებზე.

Radiation (1998), ჯგუფის მეათე სტუდიური ალბომი განსხვავებული მიდგომით იქნა ჩაწერილი, რამაც მოყვარულთა კრიტიკაც კი გამოიწვია. შემდეგ წელს გამოვიდა marillion.com, რომელიც ყველამ დადებითად მიიღო, მაგრამ ჯგუფი უკმაყოფილო იყო ხმისჩამწერ ლეიბლთან ურთიერთობით.

Anoraknophobia და Marbles (2000–2006)[რედაქტირება]

ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა (მარცხნიდან მარჯვნივ) - მარკ კელი, იენ მოზლი, სტივ ჰოგართი, სტივ როზერი, პიტ ტრევავასი

ჯგუფმა აბსოლუტურად რადიკალური ნაბიჯი გადადგა - საკუთარ მოყვარულებს სთხოვა შემდეგი ალბომის დაფინანსება/ალბომის წინასწარ შეკვეთა. შედეგად შემოვიდა 12.000 მოთხოვნა, რაც Marillion-ს დაეხმარა შემდეგი დისკის, Anoraknophobia (2001) ჩაწერაში).[8]

ალბომის წარმატების გამო ჯგუფმა შემდეგ სტუდიურ დისკთან მიმართებაშიც მსგავსი მიდგომა შეინარჩუნა. ამჯერად წინასწარი შეკვეთების რიცხვი 18.000 ასლამდე გაიზარდა.[9]

Marbles გამოვიდა 2004 წელს - როგორც ჩვეულებრივი, ასევე ორმაგი დისკის სახით (უკანასკნელი - მხოლოდ მათთვის, ვინც იგი წინასწარ შეუკვეთა). ალბომი მიჩნეული იქნა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნამუშევრად ჯგუფის კარიერაში. ამას ახლდა ტურიც, რომლის ლონდონური კონცერტი გამოვიდა ფილმის Marbles on the Road სახით. სიმღერა „Don‘t Hurt Yourself“ გამოვიდა სინგლის სახით და ჩარტების 16-ე ადგილზე მოხვდა. 2006 წლის თებერვალში გამოვიდა ჯგუფის კიდევ ერთი DVD - Colours and Sound, რომელიც ეფუძნებოდა 2005 წლის საკონცერტო ტურის მიმოხილვას.

Somewhere Else და Happiness is the Road (2007–2008)[რედაქტირება]

2007 წლის აპრილში გამოვიდა ჯგუფის მეთოთხმეტე ალბომი Somewhere Else, რომელიც, მოულოდნელად და განსხვავებით წინა 10 წლის მანძილზე გამოცემული დისკებისგან, ბრიტანეთის ჩარტში #30 პოზიცია დაიკავა. ალბომის წარმატებას ხელი შეუწყო ჩამოსატვირთვმა სინგლმა See It Like A Baby (მარტი 2007) და სინგლის Thank You Whoever You Are გამოცემამ კომპაქტ-დისკზე - ეს უკანასკნელი ბრიტანეთში #15, ხოლო ჰოლანდიაში - #6 პოზიციაზე იმყოფებოდა.

2008 წლის ოქტომბერში გამოსული შემდეგ ალბომის Happiness Is The Road ერთი დისკი ჩვეულებრივად იყიდებოდა, ხოლო მეორე ჯგუფის ოფიციალური საიტით ვრცელდებოდა.[10]

Less is More და Sounds That Can't Be Made[რედაქტირება]

2009 წლის 2 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი, აკუსტიკური სტუდიური ალბომი Less Is More. მასში შეტანილია ჯგუფის ცნობილი სიმღერების აკუსტიკური შესრულება და ახალი სიმღერაც, „It's Not Your Fault“.

2011 წელს ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას. საკონცერტო ტურნეს შემდეგ მან დაასრულა და 2012 წლის სექტემბერში გამოსცა შემდეგი სტუდიური ალბომი Sounds That Can't Be Made.

შემადგენლობები[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები 1982 წლიდან:

1983 და 1984 წლებს შორის, ჯგუფში დასარტყამებზე დამკვრელის ნაკლებობის გამო, კოლექტივს დროებით შეუერთდნენ (ჯონატან მუვერი, ენდი ვორდი და ჯონ მარტერი).

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Marillion-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mick Wall (1987). Market Square Heroes – The Authorised Story of Marillion. Sidgwick & Jackson Ltd, გვ. 28. 
  2. Marcelo Silveyra (2002). Chapter 1 – Writing Down The Script. Season's End – The True Marillion Story. ProgFreaks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 4 June 2008-ში.
  3. MUSIC – Discography – Fugazi. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
  4. MUSIC – Discography – Holidays in Eden. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
  5. Out of this World, Trivia. Marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
  6. Afraid of Sunlight Sleeve Notes.
  7. NEWS – Press Room – Anoraknophobia. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
  8. MUSIC – Discography – Anoraknophobia. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
  9. MUSIC – Discography – Marbles. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
  10. Marillion Press Release (2008-09-11) "Marillion Use P2P for Album Release" Anti Music
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Marillion&oldid=2555305“-დან