ოპერაციული სისტემის ბირთვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბირთვი (ინგლ. Kernel) — კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კომპიუტერის ოპერაციული სისტემის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. მას აქვს სრული კონტროლი ყველაფერზე, რაც სისტემაში ხდება.[1] ის გაშვებისას პირველი იტვირთება და შემდეგ გაშვების დარჩენილ პროცესს მართავს, ასევე მართავს პროგრამული უზრუნველყოფის მიერ შეტანა-გამოტანის მოთხოვნებს და მათ ცენტრალური პროცესორისთვის მონაცემთა გადამუშავების ინსტრუქციებად თარგმნის. მისი პასუხისმგებლობის ქვეშაა მეხსიერების მართვა, კომპიუტერის პერიფერიებთან (პრინტერები, სპიკერები და ა.შ.) ურთიერთობა და მათი მართვა. ბირთვი თანამედროვე ოპერაციული სისტემების არსებითი ნაწილია.[2]

ბირთვი გამოყენებით პროგრამულ უზრუნველყოფას კომპიუტერის აპარატურულ უზრუნველყოფასთან აკავშირებს

ბირთვის კრიტიკული კოდი ჩვეულებრივ იტვირთება მეხსიერების დაცულ არეში, რაც მასზე სხვა ოპერაციული სისტემის ან გამოყენებითი პროგრამების მიერ უფრო ნაკლები სიხშირით გამოყენებული ნაწილების მიერ ინფორმაციის გადაწერას ხელს უშლის. ბირთვი თავის დავალებებს, როგორიცაა პროცესების გაშვება და წყვეტების გამკლავება, ასრულებს ბირთვის სივრცეში. ხოლო ის ყველაფერი, რასაც მომხმარებელი ჩვეულებრივ კომპიუტერთან აკეთებს (ტექსტურ რედაქტორში წერა, მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისში პროგრამების გაშვება), ხდება მომხმარებლის სივრცეში. ეს განცალკევება მომხმარებლის და ბირთვის მონაცემების ერთმანეთისთვის ხელის შეშლას და ამით წარმადობის შესუსტებას ან სისტემის არამდგრადობას (შესაძლო ავარიულ დახურვებსაც) გამორიცხავს.[1]

პროცესის მიერ ბირთვის მოთხოვნების გაკეთებას სისტემური გამოძახება ეწოდება. ბირთვის სხვადასხვაგვარი სახეობების მიერ სისტემურ გამოძახებებთან და რესურსებთან მოპყრობა განსხვავებულია. მაგალითად, მონოლითური ბირთვი სისტემის წარმადობის გაუმჯობესების მიზნით ოპერაციული სისტემის ყველა ინსტრუქციას ახორციელებს ერთსა და იმავე მისამართულ სივრცეში. მიკრობირთვი ოპერაციული სისტემის მეტად მოდულურობისთვის და, აქედან გამომდინარე, მისი უფრო მარტივი უზრუნველყოფისთვის, ოპერაციული სისტემის ფონური პროცესების უმეტესობას ამუშავებს მომხმარებლის სივრცეში.

ბირთვის ინტერფეისი დაბალი დონის აბსტრაქციის ფენაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Andrew Tanenbaum, Operating Systems – Design and Implementation (მესამე გამოცემა);
  • Andrew Tanenbaum, Modern Operating Systems (მეორე გამოცემა);
  • Daniel P. Bovet, Marco Cesati, The Linux Kernel;
  • David A. Peterson, Nitin Indurkhya, Patterson, Computer Organization and Design, Morgan Koffman (ISBN 1-55860-428-6);
  • B.S. Chalk, Computer Organisation and Architecture, Macmillan P.(ISBN 0-333-64551-0).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Kernel. Bellevue Linux Users Group. წაკითხვის თარიღი: 8 March 2016.
  2. Wulf 1974 pp.337–345