შინაარსზე გადასვლა

Somewhere in England

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Somewhere in England
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 5 ივნისი, 1981
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 39:43
ლეიბლი Dark Horse/Warner Bros. Records
პროდიუსერი ჯორჯ ჰარისონი, რეი კუპერი
ჯორჯ ჰარისონი — ქრონოლოგია
George Harrison
(1979)
Somewhere in England
(1981)
Gone Troppo
(1982)
სინგლები ალბომიდან Somewhere in England
  1. „All Those Years Ago“
    გამოცემის თარიღი: 11 მაისი 1981
  2. „Teardrops“
    გამოცემის თარიღი: 15 ივლისი 1981
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[1]
გრემ რაიდი2/5 stars[2]
Encyclopedia of Popular Music3/5 stars[3]
Goldmine(კეთილგანწყობილი)[4]
Mojo3/5 stars[5]
The Music Box3.5/5 stars[6]
Music Story3/5 stars[7]
People(კეთილგანწყობილი)[8]
Rolling Stone2/5 stars
Uncut2/5 stars[9]

Somewhere in England — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის 1981 წლის სტუდიური ალბომი. მისი ჩაწერა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჰარისონი უკმაყოფილო იყო მუსიკალური ინდუსტრიით და სამწუხარო შემთხვევას The Beatles-ის ისტორიაში.

მორიგი სოლო-ალბომის ჩაწერა ჯორჯმა დაიწყო 1979 წლის შემოდგომაზე. კომპანიამ Warner Bros. Records ფირები შემდეგი წლის სექტემბერში მიიღო. მაგრამ კომპანიამ არ მოიწონა დისკი და მოსთხოვა ჰარისონს ოთხი სიმღერის, Tears Of The World, Sat Singing, Lay His Head და Flying Hour ამოღება - რადგანაც ოთხივე ნაკლებად ენერგიული და მოსაწყენი იყო. აგრეთვე მათ არ მოიწონეს ჰარისონის მიერ შემოთავაზებული გარეკანის იდეა, რომელზეც ჯორჯის სახე შერწყმული იყო დიდი ბრიტანეთის ზედხედთან. ჰარისონი იძულებული იყო, დათანხმებულიყო, მაგრამ იცოდა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (რაც მორიგი ალბომის ჩაწერისას დასრულდებოდა) კონტრაქტს სხვა კომპანიასთან დადებდა. ამასობაში მოხდა ტრაგედია - მოკლული იქნა ჯონ ლენონი. ჰარისონისათვის ეს დიდი დარტყმა იყო.

შოკიდან გამოსვლის შემდეგ ჰარისონმა დაასრულა ალბომზე მუშაობა. უკვე არსებული სიმღერის All Those Years Ago ტექსტი ოდნავ იქნა შეცვლილი - ისე, რომ აშკარა მინიშნებები იყო ლენონის ბედზე. რინგო სტარმა წინასწარ ჩაწერა დასარტყმელი საკრავების პარტიები, ხოლო დამატებითი ვოკალები შეასრულეს: პოლ მაკ-კარტნიმ, მისმა მეუღლე ლინდამ და ჯგუფის Wings წევრმა დენი ლეინმა. ოთხი ამოგდებული სიმღერის ნაცვლად დამატებული იქნა სიმღერები Blood From A Clone, Teardrops და That Which I Have Lost. ალბომს ყდა გადაღებული იქნა ტეიტის გალერეაში, ლონდონში.

ალბომიდან პირველი სინგლის სახით გამოიცა All Those Years Ago. რეაქცია მასზე დადებითი იყო. იგი იქცა ჰარისონის ყველაზე ცნობილ ჰიტად, მას შემდეგ რაც 1973 წელს გამოცემული იქნა Give Me Love (Give Me Peace On Earth). აშშ-ში ალბომსა და გამოცემულ სინგლებს ნაკლები წარმატება ჰქონდათ.

ალბომის 2004 წლის რემასტერში შეტანილი იქნა სიმღერის Save The World დემო ვერსია. რემასტერი შეტანილია ყუთში The Dark Horse Years 1976-1992. ამ გამოცემისათვის აღდგენილი იქნა ჰარისონის მიერ შექმნილი გარეკანის დიზაინი, რომელიც თავის დროზე კომპანიის Warner Bros. Records მოთხოვნით იქნა გაუქმებული.

ყველა სიმღერის ავტორი - ჯორჯ ჰარისონი, გარდა მითითებულისა

  1. Blood from a Clone – 4:03
  2. Unconsciousness Rules – 3:05
  3. Life Itself – 4:25
  4. All Those Years Ago – 3:45
  5. Baltimore Oriole (ჰოუგი კარმაიკლი) – 3:57
  6. Teardrops – 4:07
  7. That Which I Have Lost – 3:47
  8. Writing's on the Wall – 3:59
  9. Hong Kong Blues (კარმაიკლი) – 2:55
  10. Save the World – 4:54
    • დასასრულს ჟღერს ნაწყვეტი სიმღერიდან Crying, რომელიც შეტანილია ჰარისონის ალბომში Wonderwall Music

Somewhere In England გამოიცა 2004 წელს სიმღერის Unconsciousness Rules ორიგინალური მიქსისა და დამატებითი სიმღერების თანხლებით:

  1. Save the World (აკუსტიკური დემო ვერსია) – 4:31

iTunes მსმენელს სთავაზობს დამატებით სიმღერებს:

  1. Flying Hour (დამატებითი სიმღერა) – 4:35 (ეს არ არის ვერსია, რომელიც თავდაპირველად უნდა შეეტანათ ალბომში. სინამდვილეში იგი წარმოადგენს სინგლზე გამოცემულ ვარიანტს, რომელიც თან ახლდა 1988 წლის წიგნს „ჯორჯ ჰარისონის სიმღერები“. მისი ხანგრძლივობაა 4:35. თავდაპირველად ჟღერს ხმა, რომელიც ითვლის რითმს. კომპოზიცია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ვერსია, მასში არ ჟღერს ან დამატებულია ზოგიერთი სოლო გიტარაზე, წყდება მოულოდნელად და ჟღერს სწორი ტემპით.)

ალბომის გამოუცემელი ვერსიის სიმღერების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hong Kong Blues (კარმაიკლი) – 2:53
  2. Writing's on the Wall – 3:58
  3. Flying Hour (ჰარისონი/მიკ რალფსი) – 4:04
  4. Lay His Head – 3:43
    • გამოიცა რემიქსის სახით სინგლის Got My Mind Set On You b-გვერდზე
  5. Unconsciousness Rules – 3:36
  6. Sat Singing – 4:28
  7. Life Itself – 4:24
  8. Tears of the World – 4:00
    • გამოიცა ალბომის Thirty Three & 1/3 2004 წლის რემასტერინგზე
  9. Baltimore Oriole (კარმაიკლი) – 3:57
  10. Save the World – 4:56

ყოველკვირეული ჩარტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტი (1981) პოზიცია
ავსტრალია - Kent Music Report[10] 17
ავსტრიის ალბომების ჩარტი[11] 15
კანადის RPM-ის ალბომების ჩარტი[12] 14
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[13] 42
იაპონიის Oricon-ის ალბომების ჩარტი[14] 31
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[15] 40
ნორვეგიის ალბომების ჩარტი VG-lista[16] 2
შვედეთის ალბომების ჩარტი[17] 13
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[18] 13
აშშ Billboard 200[19] 11
დასავლეთ გერმანიის ჩარტი Media Control[20] 36
ჩარტი (2004) პოზიცია
იაპონიის Oricon-ის ალბომების ჩარტი[21] 294

წლის საბოლოო ჩარტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტი (1981) პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[10] 98
კანადის ალბომების ჩარტი[22] 80
  1. https://www.allmusic.com/album/r678539/review
  2. Graham Reid, "George Harrison (2011): Ten years after, a dark horse reconsidered" > "Somewhere in England", Elsewhere, 22 ნოემბერი 2011 (retrieved 14 აგვისტო 2014).
  3. Colin Larkin, The Encyclopedia of Popular Music (4th edn), Volume 4, Oxford University Press (New York, NY, 2006; ISBN 0-19-531373-9), p. 158.
  4. Dave Thompson, "The Music of George Harrison: An album-by-album guide", Goldmine, 25 იანვარი 2002, pp. 18, 53.
  5. John Harris, "Beware of Darkness", Mojo, ნოემბერი 2011, p. 83.
  6. John Metzger, "George Harrison The Dark Horse Years (Part Three: Somewhere in England)", The Music Box, vol. 11 (5), მაისი 2004 (retrieved 14 აგვისტო 2014).
  7. "George Harrison" > "Discographie de George Harrison" (in French) დაარქივებული 2015-10-05 საიტზე Wayback Machine. , Music Story (retrieved 5 ოქტომბერი 2015).
  8. Picks and Pans Review: Somewhere in England. People (27 ივლისი 1981). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  9. Nigel Williamson, "All Things Must Pass: George Harrison's post-Beatles solo albums", Uncut, თებერვალი 2002, p. 61.
  10. 10.0 10.1 კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  11. austriancharts.at George Harrison - Somewhere in England გერმანული (ASP). Hung Medien. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  12. Top Albums/CDs - Volume 35, No. 4 (PHP). RPM (4 ივლისი 1981). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  13. dutchcharts.nl George Harrison - Somewhere in England (ASP). Hung Medien. MegaCharts. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  14. (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. Roppongi, Tokyo: Oricon Entertainment. ISBN 4-87131-077-9. 
  15. charts.org.nz George Harrison - Somewhere in England (ASP). Hung Medien. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-14. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  16. norwegiancharts.com George Harrison - Somewhere in England (ASP). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  17. swedishcharts.com George Harrison - Somewhere in England Swedish (ASP). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  18. George Harrison > Artists > Official Charts. ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  19. allmusic ((( Somewhere in England > Charts & Awards > Billboard Albums ))). allmusic.com. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  20. Album Search: George Harrison - Somewhere in England გერმანული. Media Control. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
  21. ジョージ・ハリスン-リリース-ORICON STYLE-ミュージック Highest position and charting weeks of Somewhere in England by George Harrison. oricon.co.jp. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2009.
  22. Top 100 Albums of 1981. RPM (26 დეკემბერი 1981). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-20. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.