ოლივია ჰარისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლივია ჰარისონი
ფაილი:Olivia Harrison, 2011.jpg
ჰარისონი 2011 წელს
დაბადების სახელი ოლივია ტრინიდად ერიასი
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1948 (1948-05-18) (75 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა კინოპროდიუსერი, მწერალი, ქველმოქმედი
აქტიური 1972-დღემდე
მეუღლე(ები) ჯორჯ ჰარისონი
 (იქ. 1978; გარდაიცვალა 2001)

ოლივია ტრინიდად ჰარისონი (დ. 18 მაისი, 1948) — ამერიკელი ავტორი და კინოპროდიუსერი, The Beatles-ის წევრი ჯორჯ ჰარისონის ქვრივი. მან მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობა ლოს-ანჯელესში ხმისჩამწერ ლეიბლში A&M Records დაიწყო, სადაც ჯორჯ ჰარისორი გაიცნო და მას საკუთარი ლეიბლის Dark Horse ამუშავებაში დაეხმარა. 1990 წელს ჰარისონმა გამოუშვა საქველმოქმედო ალბომი Romanian Angel Appeal, რომელიც რუმინეთში კომუნიზმის დაცემის შედეგად დაობლებულ ბავშთა დახმარებას ემსახურებოდა.

2001 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჰარისონმა საერთაშორისო დახმარების პროგრამებში UNICEF-თან მისი თანამშრობლობა განაგრძო. იგი მეუღლის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფილმების, წიგნებისა და მუსიკის წარმოების კურატორია და The Beatles-ის კორპორაციის Apple Corps საბჭოში მისი წარმომადგენელია. ოლივია აგრეთვე მეუღლის საქველმოქმედო ორგანიზაციას Material World Foundation ხელმძღვანელობს. ფონდის ეგიდით იგი მარტინ სკორსეზესთან თანამშრომლობით კინოისტორიის აღდგენის პროექტებს სპონსორობს, მათ შორისაა ჩარლი ჩაპლინის მოკლემეტრაჟიანი და 1940-იანი წლების მექსიკური ფილმები.

2005 წელს ჰარისონის პროდიუსერობით შექმნილმა ფილმმა კონცერტი ჯორჯისთვის გრემის ჯილდო მოიპოვა. ასევე წარმატებული იყო 2011 წელს მარტინ სკორსეზესთან ერთად მისი თანაპროდიუსერობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი ჯორჯ ჰარისონი: ცხოვრება მატერიალურ სამყაროში, რომელმაც ემის ჯილდო მიიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიასი ლოს-ანჯელესში დაიბადა.[1] მისი ბებია-ბაბუა კალიფორნიაში გუანახუატოდან იყო ემიგრირებული.[1] ერიასის მამა მწმენდავი იყო, ხოლო დედა ‒ მკერავი. 1960-იან წლებში იგი ნოუთორნის საშუალო სკოლაში სწავლობდა.[2] 2016 წლის ინტერვიუში ოლივიამ გაიხსენა, რომ იგი მექსიკურ მუსიკასა და ფილმებზე გაიზარდა.[1]

ლეიბლის Dark Horse Records 1974 წლის სარეკლამო პოსტერი

კარიერა მუსიკალურ ინდუსტრიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს ერიასმა ხმისჩამწერ ლეიბლში A&M Records დაიწყო მუშაობა. 1974 წელს, როგორც მარკეტინგული განყოფილების წევრი,[3] იგი სატელეფონო ზარის მეშვეობით რეგულარულად თანამშრომლობდა ჯორჯ ჰარისონთან, რომლის ახალ ლეიბლსაც Dark Horse Records A&M დისტრიბუციას უწევდა.[4] ერიასით მოხიბლულმა ჰარისონმა ლეიბლზე მუშაობა უშუალოდ მას დაავალა. ისინი ერთმანეთს პირველად 1974 წლის ოქტომბერში შეხვდნენ[5] და მალევე რომანტიკული ურთიერთობაც გააბეს.[6]

ჰარისონთან შეხვედრამდე ერიასს მედიტაცია ინდოელ გურუსთან ჰქონდა ნასწავლი.[7][8][9] მათ სპირიტუალიზმისა და ვეგეტარიანული ცხოვრების წესისადმი საერთო ინტერესი ჰქონდათ, რაც ჰარისონს ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე უარის თქმაში დაეხმარა.[10]

ჯორჯ ჰარისონთან ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ჰარისონსა და ერიასს ვაჟი, დჰანი, შეეძინათ.[11] წყვილი მომდევნო თვეში ჰენლი-ონ-ტემსში დაქორწინდა.[12] 1979 წელს ჰარისონმა ალბომი George Harrison გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი სიმღერა „Dark Sweet Lady“, როგორც თავად აღნიშნა, იმ განახლებას გამოხატავს, რომელიც ოლივიამ მის ცხოვრებას მოუტანა.[13]

1980 წელს ნიუ-იორკში ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ ოლივია, ჯორჯი და დჰანი 1980-იანი წლების დასაწყისში წყნარ ოკეანისპირეთში მოგზაურობდნენ.[14] როგორც The Beatles-ის ყოფილი წევრის მეუღლე, ოლივია საჯაროდ გამოჩენას ერიდებოდა.[15] 1989 წელა მან მუქარის წერილები მიიღო, რის შესახებამ პრესაში ინფორმაცია მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გავრცელდა.[16][17]

1990 წელს ჰარისონმა რუმინეთში კომუნიზმის დაცემით გამოწვეული არეულობის შედეგად დაობლებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ალბომი Romanian Angel Appea გამოუშვა.[18][19] ჯორჯი მას ალბომის ბრიტანულ ტელევიზიასა და რადიოში რეკლამირებაში დაეხმარა.[20] მან აგრეთვე ალბომისთვის ჯგუფის Traveling Wilburys წევრებთან ერთად სიმღერის „Nobody's Child“ ქავერ ვერსია ჩაწერა.[18][21]

1992 წელს ოლივიამ გაზეთში The Guardian ჯეფრი გილიანო გააკრიტიკა, რომელმაც ჯორჯ ჰარისონის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. მან გილიონო ჯორჯთან ხანმოკლე ნაცნობობის მეგობრობად გასაღებაში დაადანაშაულა და პოლ მაკარტნის მისეული დახასიათება გააკრიტიკა.[22]

1999 წლის დეკემბერში ჯორჯსა და ოლივიას საკუთარ სახლში თავს სულიერად ავადმყოფი მამაკაცი დაესხათ,[23] რომელიც ამბომდა, რომ „მისიაზე ღვთისაგან იყო გამოგზავნილი“ და The Beatles-ის წევრები „გრძნეულები“ იყვენ.[24][25] მან ჯორჯს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ოლივიამ მაგიდის სანათურის საშუალებით მისი მოგერიება სცადა,[26] რის შემდეგაც იგი მას დაესხა თავს. როცა შემთხვევის ადგილას ადგილობრივი სამართალდამცავები მოვიდნენ და თავდამსხმელიდ დააკავეს, ჰარისონები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციამ მსოფლიო მასშტაბით ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებების პირველი გვერდები მოიცვა, მათ შორის არაერთი გაზეთი ოლივიას მეუღლის „გადამრჩენს“ უწოდებდა.[27][28]

ჯორჯის სიკვდილი და შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯის ჭრილობები ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ამის შესახებ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იტყობინებოდა. ღრმა დაზიანებების გამო მას ერთ-ერთი ფილტვის ნაწილის მოცილება მოუხდა.[29] ერთი წლის შემდეგ ჰარისონს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.[30] იგი 2001 წლის 29 ნოემბერს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა, რა დროსაც მასთან ერთად ოლივია და დჰანი იყვნენ.[31][32]

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ოლივია იოკო ონოსთან, პოლ მაკკარტნისთან და რინგო სტართან ერთად The Beatles-ის ფინანსური იმპერიის მართვას შეუდგა.[33] იგი Apple Corps-ის ხელმძღვანელია.[34]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Alemán, María Cristina. (2016) Interview with Olivia Harrison at the 14th FICM. moreliafilmfest.com.
  2. Harry 2003, p. 223.
  3. Huntley 2006, p. 120.
  4. Rodriguez 2010, p. 424.
  5. Harrison 2002, p. 1.
  6. Rodriguez 2010.
  7. Greene 2006, p. 220.
  8. Clayson 2003, p. 363.
  9. The Editors of Rolling Stone 2002, p. 133.
  10. Tillery 2011, p. 117.
  11. Badman 2001, p. 225.
  12. Harry 2003, pp. 82, 223.
  13. Brown, Mick. A Conversation With George Harrison.
  14. Tillery 2011, pp. 127–28.
  15. Harry 2003, p. 224.
  16. Clayson 2003, p. 425.
  17. Clayson 2003, pp. 425, 481.
  18. 18.0 18.1 Clayson 2003, p. 424.
  19. Harry 2003, p. 326.
  20. Harry 2003, pp. 99–100.
  21. Tillery 2011, pp. 135–36.
  22. Badman 2001, pp. 486, 487.
  23. Clayson 2003, pp. 448, 451–52.
  24. The Greedy Bastard Diary: A Comic Tour of America, pp 277–278, Eric Idle, Harper Entertainment, 2005, ISBN 0-06-075864-3
  25. Udovitch, Mim; Wild, David (2 იანვარი 2002). „Tom Petty Remembers George“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 12 მარტი 2021.
  26. The Editors of Rolling Stone 2002, p. 49.
  27. Badman 2001, p. 649.
  28. Tillery 2011, pp. 145–46.
  29. Doggett 2011, pp. 328–29.
  30. The Editors of Rolling Stone 2002, pp. 49–50.
  31. Harry 2003, p. 119.
  32. Tillery 2011, p. 148.
  33. Doggett 2011, pp. 11, 349.
  34. Apple Corps Limited. Companies House.