George Harrison — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის 1979 წლის სტუდიური ალბომი. ამ პერიოდში ჰარისონი დაქორწინდა ოლივია ტრინიდად არიასზე და ეყოლა შვილი დჰანი.
ალბომის Thirty Three & 1/3 გამოცემის შემდეგ ჰარისონი გაიტაცა მოგზაურობამ, ამიტომაც შემდეგი სტუდიური ალბომის ჩაწერა მხოლოდ 1978 წლის შუა თვეებში დაიწყო. პირველად რამდენიმე წლის შემდეგ მან დაიქირავა თანაპროდიუსერი - ეს იყო ცნობილი რას ტაიტლმენი. ალბომი ჩაწერილი იქნა რასის საკუთარ სტუდიაში, ხოლო სიმებიანი ორკესტრის პარტიები ჩაიწერეს ლონდონურ სტუდიაში AIR. სპეციალური სტუმრების სახით მოიწვიეს სტივ უინვუდი, გარი რაიტი და ერიკ კლეპტონი.
ალბომის გამოსვლამდე გამოჩნდა პირველი სინგლი Blow Away, რომელიც მოხვდა ბრიტანული ჩარტების #51, ხოლო აშშ ჩარტების - #16 ადგილზე. ალბომმა მიიღო დადებითი შეფასებები 1979 წლის თებერვალში გამოსვლისთანავე. ბრიტანეთში იგი მოხვდა #39 ადგილზე, აშშ-ში კი - #14-ზე, რამაც მას ოქროს სტატუსი მოუტანა. პარალელურად ჰარისონი უფრო დაინტერესდა კინემატოგრაფიით და დააარსა საკუთარი კინოკომპანია Handmade Films.
↑Ed Harrison (ed.), "Billboard's Top Album Picks", Billboard, 24 თებერვალი 1979, p. 80 (retrieved 21 ნოემბერი 2014). From the magazine's reviews key: "Spotlight – The most outstanding new product of the week's releases".