Smallcreep's Day — ინგლისელი გიტარისტ და სიმღერების ავტორ მაიკ რეზერფორდის პირველი სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1980 წლის 15 თებერვალს. დისკის პირველ ნახევარს იკავებს პიტერ კერელ ბრაუნის სურეალისტურ მოთხრობაზე აგებული კომპოზიციები. ალბომის პროდიუსერია დევიდ ჰენჩელი, იგივე პროდიუსერი, რომელმაც იმუშავა ჯენესისის ალბომზე Duke. ალბომზე უკრავს ენტონი ფილიპსიც (კლავიშები), რეზერფორდის ყოფილი პარტნიორი ჯენესისიდან.
დისკი ჩაწერილი იქნა ჯგუფ ABBA-ს მუსიკალურ სტუდიაში Polar Studios (სტოკჰოლმი, შვედეთი).
ალბომის აშშ გამოცემაზე სიმღერები, რომლებიც ფირფიტის პირველ მხარეს იყო, მოხვდა მის მეორე მხარეს.
ალბომის კონცეპტუალური ნაწილის დასასრული უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ბრაუნის ნაწარმოები.
ალბომისთვის დაიწერა სიმღერა Compression, რომელიც ასევე უნდა შესულიყო ჯენესისის ალბომში, თუმცა იგი საბოლოოდ მოხვდა იშვიათი ჩანაწერების კომპილაციაში It's Only Knock And Knowall.