დათუნია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Russula vesca)
დათუნია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Russula vesca | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090747 | |||||||||||||
|
დათუნია (ლათ. Russula vesca) — ძალიან გავრცელებული სოკოს სახეობა ხრაშუნასოკოსებრნი (ლათ. Russulaceae) ოჯახისა და პოპულარული საკვები სოკო.
ქუდი — 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ კი — გაშლილი, კიდეები სადაა ან დაღარული, არათანაბრად არის შეფერილი, მოწითალო-ხორცისფრიდან მურამდე. ფირფიტები თეთრი ან მოყვითალო-თეთრი.
სახეობა ფართოდ არის გავრცელებული მთელ ევრაზიაში. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში მუხის, წიფლის და სხვა სახეობებით, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 204, ISBN 99940-856-1-1.
- Nilson S & Persson O (1977). Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin, გვ. 120. ISBN 0-14-063006-6.
- Roger Phillips (2006). Mushrooms. Pan MacMillan. ISBN 0-330-44237-6.