დათუნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათუნია
Russ.ves.jpg
Russula vesca
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
განყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
რიგი: ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი: ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი: ხრაშუნა სოკოები
სახეობა: Russula vesca
ლათინური სახელი
Russula vesca

დათუნია (ლათ. Russula vesca) — Russula-ს რიგის სოკო.

ქუდი 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ კი — გაშლილი, კიდეები სადა ან დაღარული, არათანაბრად არის შეფერილი, მოწითალო-ხორცისფრიდან მურამდე. ფირფიტები თეთრი ან მოყვითალო-თეთრი. ფეხი 4-8 სმ სიგრძისაა და 1-8 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ძირისკენ წვრილდება, სიგრძივ ოდნავ დანაოჭებულია; თეთრია. რბილობი თეთრია, მოტკბო გემოთი. სპორები მსხლისებური, წვრილხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6-8X5-7 მკმ. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "საქართველოს სოკოები" ივანე ნახუცრიშვილი 2007, "ბუნება პრინტი" ISBN 99940-856-1-1