Revue des Études Arméniennes

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Revue des Études Arméniennes
მოკლე სათაური Rev. Études Armén.
სპეციალიზაცია არმენოლოგია, აღმოსავლეთმცოდნეობა
ენა ფრანგული (რეზიუმეები ინგლისურად), ინგლისური, გერმანული
მთავარი რედაქტორი არამ მარდიროსიანი, ნინა გარსოიანი, ჟან პიერ მაე
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი სორბონის უნივერსიტეტი, Section des Sciences Historiques et Philologiques
ქვეყანა საფრანგეთი
პუბლიკაციის ისტორია 1920-დღემდე
გამოცემის სიხშირე ყოველწლიურად
ISSN 0080-2549

Revue des Études Arméniennes — რეცენზირებული აკადემიური ჟურნალი, რომელიც გამოსცემს სტატიებს კლასიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების სომხეთის ისტორიის, ხელოვნების ისტორიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის შესახებ.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Revue დაარსდა 1920 წელს ფრანგი მეცნიერების ფრედერიკ მაკლერისა და ანტუან მეილეტის ინიციატივით.[2] ჟურნალის ფორმირების წლებში (1920-1933) მეილეტი თავად წერდა მრავალ სტატიებს, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავდა სომხეთის ისტორიას, გრამატიკას და ფოლკლორს. Revue არ ქვეყნდებოდა 1934 და 1963 წლებს შორის.[2]

1964 წელს, პარიზში დაფუძნბეული სომეხი მეცნიერის ჰაიგ ბერბერიანის (1886-1978) წყალობით, ჟურნალი განახლდა. ბერბერიანმა მოახერხა გალუსტ გულბენკიანის ფონდისგან ჟურნალის პუბლიკაციებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, და პირველი თავი „Nouvelle série“ გამოჩნდა მისი რედაქციით 1964 წელს.[3] პირველი სერიისგან განსხვავებით, ჟურნალმა სომხეთის ისტორიის თანამედროვე პერიოდის შესახებ სტატიების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა და მას შემდეგ ის შემოიფარგლა სომხეთის ისტორიის ადრეული ახალი დროით (ანუ პერიოდი XVIII საუკუნემდე).[1]

1933 წლამდე, სტატიები ქვეყნდებოდა ფრანგულ ენაზე, მაგრამ როცა პუბლიკაციები განახლდა სტატიები ინგლისურ და გერმანულ ენაზეც იწრებოდა.[2] სამეცნიერო სტატიებთან ერთად ის ასევე გამოსცემს წიგნის რეცენზიებს.

ჟურნალისტ ყოფილი რედაქტორები იყვნენ ჟაკ ბენვენისტე, ჟორჟ დიუმეზილი (1975-1980) და სირაპია დერ-ნერსესიანი (1981-1989).[2] მისი ამჟამინდელი რედაქტორია არამ მარდიროსიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 PEETERS ONLINE JOURNALS. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Mahé, Jean-Pierre. «Ռևյու դեզ էթյուդ Արմենիեն» [Revue des Études Arméniennes]. სომხური საბჭოთა ენციკლოპედია. ერევანი: სომხეთის მეცნიერების აკადემია, 1983, ტ. 9, გვ. 649.
  3. Kouymjian, Dickran. "Preface" in In Memoriam: Haïg Berbérian, ed. Dickran Kouymjian. Lisbon: Calouste Gulbenkian Foundation, 1986, pp. xi-xii.