Real to Reel (Marillion-ის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Real to Reel

საკონცერტო ალბომი - Marillion
გამოცემის თარიღი ნოემბერი, 1984
ჩაიწერა 5 მარტი და 19-20 ივნისი 1984
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 52:04
ლეიბლი UK EMI
USA Capitol
Marillion - ქრონოლოგია
Fugazi
(1984)
Real to Reel
(1984)
Misplaced Childhood
(1985)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars [1]

Real to Reelბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოიცა 1984 წელს. ჩაიწერა მონრეალში (კანადა), დარბაზში Spectrum და ლესტერში (ინგლისი), დარბაზში De Montfort Hall.

დისკზე წარმოდგენილია ჯგუფის პირველ ორ ალბომში, Script for a Jester's Tear (1983) და Fugazi შეტანილი სიმღერების საკონცერტო ვერსია. ორიგინალურ გრამფირფიტაში შეტანილია ორი სიმღერა, რომელიც არც ერთ სტუდიურ ალბომზე არ გამოსულა - Market Square Heroes და Cinderella Search, სინგლის Assassing (1984) b-მხარე.

სიმღერა Emerald Lies (ალბომიდან Fugazi) თავდაპირველად შეტანილი იყო Real to Reel-ის CD და აუდიოკასეტის ვერსიაში. დისკიდან ოფიციალური სინგლები არ გამოცემულა და მიუხედავად ამისა იგი ბრიტანეთის ჩარტის #8 პოზიციაზე მოხვდა.[2][3] მთლიანობაში იგი ჩარტში 22 კვირის მანძილზე იმყოფებოდა.

ალბომის პროდიუსერები არიან Marillion და საიმონ ჰენარტი, რომელიც ჯგუფის პირველი ორი ალბომის ხმის მიქსზე მუშაობდა და სიმღერის Cinderella Search სტუდიური ვერსიის პროდიუსერი იყო.

1997 წლის გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს ალბომი გამოვიდა 2 დისკიანი Brief Encounter-ის (ასევე ხელახალი გამოცემის) შემადგენლობაში. Brief Encounter იყო ვრცელი EP გამოცემა, რომელიც ლეიბლმა EMI მიუძღვნა ჯგუფის 1986 წლის აშშ ტურნეს დაამთხვია. 1997 წლის გამოცემა არ წარმოადგენდა Marillion-ის პირველი რვა ალბომის რემასტერინგების გამოცემის კამპანიის ნაწილს, რომელიც EMI-მ 1997/1998 წლებში განახორციელა. თუმცა, ორდისკიანმა ვერსიამ ები-როუდის სტუდიებში ბრაიან ფიფილდის პროდიუსერობით ციფრული რემასტერინგი გაიარა.

2005 წლის იაპონური გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს იაპონიაში გამოვიდა ალბომის „ვინილის რეპროდუქცია“ CD ფორმატში. მასში შეტანილია დამატებითი სიმღერები, Margaret და Charting the Single, რომლებიც შეტანილია ჯგუფის 1983 წლის სინგლში Garden Party და მის 12" ვერსიაში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assassing (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 7:29
  2. Incubus (დიკი, კელი, როზერი, ტრევავასი) – 8:43
  3. Cinderella Search (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 5:45

მხარე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forgotten Sons (დიკი, როზერი) – 10:36
  2. Garden Party (დიკი, როზერი) – 6:32
  3. Market Square Heroes (დიკი, კელი, მინიტი, პოინტერი, როზერი, ტრევავასი) – 7:32

კომპაქტ-დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assassing – 7:29
  2. Incubus – 8:43
  3. Cinderella Search – 5:45
  4. Emerald Lies (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 5:28
  5. Forgotten Sons – 10:36
  6. Garden Party – 6:32
  7. Market Square Heroes – 7:32

1-4: ჩაწერილია 1984 წლის 19 და 20 ივნისს, მონრეალში (კანადა)
5-7: ჩაწერილია 1984 წლის 5 მარტს, ლესტერში (ინგლისი)

იაპონური გამოცემა, 2005[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Charting the Single – 6:37 (ჩაწერილია ლონდონის ჰამერსმით ოდეონში, 1983 წლის 18 აპრილს)
  2. Margaret – 12:22 (ჩაწერილია ედინბურგში, 1983 წლის 7 აპრილი)

Brief Encounter (EP)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lady Nina (ვრცელი მიქსი) (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 5:47
  2. Freaks (სინგლის ვერსია) (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 4:09
  3. Kayleigh (საკონცერტო) (კელი, როზერი) – 4:11
  4. Fugazi (საკონცერტო) (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 8:32
  5. Script for a Jester's tear (საკონცერტო) (დიკი, კელი, მოსლი, როზერი, ტრევავასი) – 8:52

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]